სკანდალი ქართულ რაგბიში - ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა [VIDEO]
გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს
ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ
გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს
ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ
კომენტარი ზემოთქმულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გოჩა სვანიძეს ვთხოვეთ:
"ამ თემაზე საუბარი გამგეობის სხდომაზე იყო, მაშინ, როცა ჯერ კიდევ გამგეობის თავმჯდომარე ვიყავი. შევთანხმდით და ორივე მხარემ ცალ-ცალკე მოვიწვიეთ კერძო აუდიტი, რომლებსაც ერთად უნდა ემუშავათ და დაედოთ
სამი დღის შემდეგ მათმა მოწვეულმა აუდიტორმა დადო რაღაც დასკვნა, რომელიც ჩემთვის გაუგებარი იყო. ამიტომ კომენტარს მის შესახებ ვერ გავაკეთებ...
აუდიტი ჩასატარებელია არა მარტო კონკრეტულ ფაქტებზე, არამედ საერთო, მთლიანი. მოვიწვევთ გამგეობის სხდომას, რომელზეც გადავწყვეტთ, გამოვაცხადოთ ტენდერი. შევარჩევთ ლიცენზირებულ სააუდიტორო ფირმას, რომელიც შეამოწმებს გაწეულ ხარჯებს...
სახელმწიფო აუდიტს მხოლოდ იმ თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმების უფლება აქვს, რომელსაც რაგბის კავშირი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. ჩვენ კი, სახელმწიფოს გარდა, კერძო სექტორიდანაც ვიღებდით დაფინანსებას. ამიტომ კერძო აუდიტი ყველა ხარჯს შეამოწმებს და შედეგები გასაჯაროვდება.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წესრიგში იქნება და როგორც აქამდე, ისევ ამაყად, წელგამართულები ვივლით...
ამასთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ, საჯარო გავხადოთ ყოველ კვარტალში გაწეული ხარჯები, რასაც მომავალში რაგბის კავშირი გაიღებს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"