დღეს საქართველოს რაგბის კავშირი 2015 წლის რჩეულებს დააჯილდოებს

AutoSharing Option
დღეს დიდუბის საგამოფენო ცენტრში საქართველოს რაგბის კავშირი დაჯილდოების ცერემონიას გამართავს.

ტრადიციულად, ეს პროცედურა ახალი წლის დადგომის წინ ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ საარჩევნო ციებ-ცხელების გამო მისი გადადება გახდა საჭირო.

ნომინაციებში გამარჯვებულები უკვე ცნობილია:

2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე - მამუკა გორგოძე (ტულონი)
საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მორაგბე - ლაშა ხმალაძე (ლელო)
საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მელელოვე - ირაკლი გეგენავა (ყოჩები)
საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლის საუკეთესო მექულე - თემურ სოხაძე (ყოჩები)
2014-15
წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი (ლელო)
2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე - ანა პოღოსიანი.

სპეციალური ნომინაცია, საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის - ლევან ჯობავა (პროექტი: "რაგბი აქაურობას").

ცერემონიაზე გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლების სეზონის სიმბოლური თხუთმეტეული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული