მამუკა გორგოძე რჩეულია - რაგბის კავშირმა 2015 წლის საუკეთესოები დააჯილდოვა

AutoSharing Option
გუშინ, 16 მარტს, დიდუბის საგამოფენო ცენტრში საქართველოს რაგბის კავშირმა დაჯილდოების ცერემონია გამართა.

ტრადიციულად, ეს პროცედურა ახალი წლის დადგომის წინ ტარდებოდა ხოლმე, მაგრამ საარჩევნო ციებ-ცხელების გამო გადაიდო. დაჯილდოების ცერემონიას, ტრადიციულად, ცნობილი ტელეკომენტატორი თემურ ჯაფარიძე წარუძღვა.

შარშანდელ სეზონში საპრიზო ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოების შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულების ჯერიც დადგა.

ჟურნალისტებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად დასახელდა 2014-15 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები.

15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), 14. ირაკლი გეგენავა (ყოჩები), 13. გიორგი ფრუიძე (აია), 12. თორნიკე ცერცვაძე
(ლელო), 11. ალექსანდრე თოდუა (ლელო), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი). 1. ბაჩანა გოგიშვილი (ყოჩები), 2. გიორგი ლომთაძე (ყოჩები), 3. დავით გურგენიძე (არმია), 4. მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩები), 5. ალექსანდრე ქოიავა (ლელო), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 7. დავით ლოსაბერიძე (აია), 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე (ყოჩები)

ნომინაციებში გამარჯვებულები კი არიან:

2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე - მამუკა გორგოძე (ტულონი)

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლების საუკეთესო მორაგბე - ლაშა ხმალაძე (ლელო)

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლების საუკეთესო მელელოვე - ირაკლი გეგენავა (ყოჩები)

საქართველოს ჩემპიონატის 2014-15 წლების საუკეთესო მექულე - თემურ სოხაძე (ყოჩები)

2014-15 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - ლევან მაისაშვილი (ლელო)

2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბე - ანა პოღოსიანი.

სპეციალური ნომინაცია, საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის - ლევან ჯობავა (პროექტი: "რაგბი აქაურობას").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული