ისტორიული დღე რაგბისთვის - საქართველო მსოფლიო რაგბის საბჭოში მიიღეს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ მსოფლიო რაგბის საბჭო გაფართოვდა და იქ საქართველო, რუმინეთი და აშშ შევიდა.

ამ სამმა ფედერაციამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რაც ნოემბერში გამართულ შეხვედრაზე დაისახა.

საქართველოს მსოფლიო რაგბის საბჭოში ერთი წარმომადგენელი ეყოლება ორი ხმით.

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ შემდეგი განაცხადა: "ეს ისტორიული დღეა ჩვენი სპორტის სახეობისთვის. საბჭოში ახალ წევრებს, საქართველოს, რუმინეთსა და აშშ-ს მივესალმებით. ამ ქვეყნებმა დიდი წვლილი შეიტანეს რაგბის განვითარებაში, ისინი პროგრესირებენ, როგორც სარაგბო მოედნებზე, ისე მის მიღმა. ამიერიდან ეს ქვეყნები კიდევ უფრო მეტს გააკეთებენ
რაგბის განვითარებისთვის.

"განსაკუთრებული დღეა ქართული რაგბისთვის. ჩვენ გაგვაჩნია ჯანსაღი ამბიცია, რომ ეს სპორტი განვავითაროთ ქვეყანაში სწორი ორგანიზაციით. დავამკვიდროთ რაგბის რაინდული ფასეულობები.

მადლობა ბერნარ ლაპასეს თანადგომისთვის, ამას ჩვენ მუდმივად ვგრძნობდით. ასეთი პოლიტიკა კი მხოლოდ ჩვენს განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე ვულოცავ ჩვენს რუმინელ და ამერიკელ პარტნიორებს", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ მთელი გულით, თქვენი მონდომებით და ქართული ჯიგარით ნამდვილად დაიმსახურეთ. მჯერა მალე გაიღება ჩვენთვის ექვსი ერის კარი
ლევანი
14 მაისი 2016 14:31
0
საქმისადმი სწორი მიდგომა,წინასწარ გათვლა,
არის შედეგი-გილოცავთ.ასე რომ ყოფილიყო ჩვენი ფეხბურთი ასეთ დღეში არ იქნებოდა
99999999999
12 მაისი 2016 10:48
0
მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა აკეთო შენი საქმე იდეალურად. მე ვამაყობ ჩვენი რაგბისტებით!
გიორგი
12 მაისი 2016 05:42
0
მომილოცავს ბიჭებო რომ გაიმარჯვეთ და როგორც იქნა რომ გაწევრიანდა საქართველო რაგბის საბჭოში!!!სულ გამარჯვებულებს გევლოთ ამ ქვეყანაზე!!!
დათიკო48
12 მაისი 2016 01:25
0
გილოცავთ ბიჭებო,ეს ნამდვილად დაიმსახურეთ!
lasha
12 მაისი 2016 01:02
0
გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს! ვამაყობთ და წინ ვიხედებით
ზვიადი
12 მაისი 2016 00:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული