ამიერიდან გაქვთ შანსი, "ბორჯღალოსანთა" მომავალ წარმატებებში მონაწილეობა მიიღოთ

AutoSharing Option
28 ივლისს, საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "კანტს" შორის ხელი მოეწერა სასპონსორო ხელშეკრულებას, რომელმაც ახალი ენერგეტიკული სასმელი, სავაჭრო ნიშნით 16TH ("მეთექვსმეტე") შექმნა, რისი უმთავრესი მიზანი საქართველოში რაგბის განვითარების ხელშეწყობაა.

საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული ენერგეტიკული სასმლის გაყიდული ყოველი ერთეულიდან 5 თეთრი გადაირიცხება საქართველოს რაგბის კავშირში.

ამიერიდან, საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს "ბორჯღალოსანთა" მომავალ წარმატებებში, როგორც მეთექვსმეტე მოთამაშემ. დაგროვილი ფინანსები მოხმარდება ქართული სარაგბო ინფრასტრუქტურის იმ ნაწილს, რომელსაც შესაბამისი მომენტისთვის დასჭირდება.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, თუნდაც იმ კუთხით, რომ სტანდარტული სასპონსორო ურთიერთობების
მიღმა გამოჩნდა პარტნიორობის კიდევ ახალი ფორმა, რომელიც შემოგვთავაზა ჩვენთვის ახალმა კომპანიამ.

"კანტის" მსგავსად სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ თავიანთი მარკეტინგული პოლიტიკიდან გამომდინარე შემოგვთავაზონ თავიანთი პროდუქცია პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებით, რომელსაც დიდი სიამოვნებით გამოვეხმაურებით", - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

ფოტოს ავტორი: გოგიტა ბუხაიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დღეიდან ყველა ვსვამთ მხოლოდ 16TH ("მეთექვსმეტე") ს ))), ოღონდ დროზე შემოიტანეთ ბაზარზე, სანამ ზაფხულია)))
მებრძოლი ლაზი
13:01 29-07-2016
0
ნოემბეის ტესეტები დინამოზე!!! ნუ გეშინიათ გავავსებთ დინამოსაც რაგბის გამო
Geo fan
00:40 30-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული