მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე საავადმყოფოში გარდაიცვალა

AutoSharing Option
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან დღეს ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეა. აღნიშნული ინფორმაცია "პალიტრა TV-ს" "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ დაუდასტურა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა.
მკითხველის კომენტარები / 65 /
ტყუილად ამბობთ საყვედურს. კატოს ობლობა არავის დავიწყებია, ახლა ანანოს გარდაცვალებაზეა აქცენტი და ოთხ ბავშვზე იმიტომაა ლაპარაკი.
lela
13:58 02-08-2016
0
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი. საშინელებაა. პატარა ანგელოზებს დედა არ უნდა უკვდებოდეთ.გმერთმა მოგცეთ გამძლეობა შვილებო.
tamriko
22:24 01-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული