ავარიის შედეგად დაშავებული გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა

AutoSharing Option
21 ივნისს ქუთაისთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, გიორგი ლომინაძის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წყვილი საოპერაციოდ და რეაბილიტაციისთვის სასწრაფოდ თურქეთში გამგზავრებას საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მათ დასახმარებლად სპეციალური ანგარიშის ნომრები გაიხსნა. Ambebi.ge მათ მეგობარს, ანუკა ქებურიას დაუკავშირდა:

- გიორგის და ნუცას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ მძიმეა, მათ სჭირდებათ რამდენიმე ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ შევქმენით სპეციალური ნომრები, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, მათ დაეხმარონ.

- რა დაზიანებები აქვთ?
- გიორგის ფეხზე აქვს
ღია ჭრილობები, რომლის ოპერაციაც საქართველოში არ ტარდება. სამი კვირაა ეს ჭრილობები ამ მდგომარეობაშია. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა თურქეთში. დაახლოებით ფეხზე 5 ან 6 ოპერაცია დასჭირდება. რაც შეეხება ნუცას, ნუცაც მძიმედ არის, ის რეანომობილით არის გადასაყვანი თურქეთში, ჯერ ოპერაციები უნდა ჩაუტარდეს და ამის შემდეგ ხანგრძლივი რეაბილიტაცია არის საჭირო.

- ფუძის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა თუ არა?
- გარედან აქვს, შიგნიდან არ არის დაზიანებული, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ამიტომ ვისაც სურვილი და საშუალება აქვს, ვთხოვთ, დაგვეხმაროს.

ანგარიშის ნომერი: GE68BG0000000733092800 მიმღები: დავით ლომინაძე. ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე - 0901701140. ზარის ღირებულება 1 ლარი.

21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდნენ მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები. კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე მიღებული ტრავმების გამო დასავლეთ საქართველოს რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვრეკავ მანდ ასახულ ნომერზე და იქნებ კოდი ან რა უნდა წინ დააზუსტოდ, ტელეფონის ნომერი არის ყველაზე ნაღდი, დარეკვა არავის დაეზარება, და 100 000 კაცი მაინც დარეკავს ბოლოსდაბოლოს მეტი თუ არა
ირაკლი დიასამიძე
15:44 10-08-2016
0
ჯეოსელიდან ვერ ირიცხება, მაგთის პრობლემა არა აქვს
giorgi
18:24 10-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული