ამასობაში კი FIRA AER-მა "ბორჯღალოსნების" სამი შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა. პირველ მატჩს, რომელსაც საქართველოს ნაკრები სტუმრად გამართავს 2 თებერვალს ბელგიის ნაკრებთან, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი მატეო ლიპერანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბელგიელები საყოველთაოდ ცნობილ "ეიზელის" სტადიონზე გვიმასპინძლებენ.
მეორე ტურში, ერთი კვირის თავზე, "ბორჯღალოსნები" თბილისში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩის განმსჯელი ფრანგული ბრიგადა იქნება.
მთავარი არბიტრის მოვალეობას ჟილ ლებორალი
მომდევნო, მესამე ტურში კი ჩვენი ნაკრები სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აქაც თემიდის მსახურნი ფრანგები იქნებიან. მატჩს გამოცდილი ლორან კარდონა განსჯის.
ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან ჩვენი გუნდის დაპირისპირებისას არბიტრთა ვინაობა მოგვიანებით დადგინდება.
ერთა თასი 2013
I ტური
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო
პორტუგალია-რუმინეთი
რუსეთი-ესპანეთი
II ტური
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
რუმინეთი-რუსეთი
ბელგია-ესპანეთი
III ტური
23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია
IV ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი
V ტური
16 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების მეტოქეები: "ესპანელი ლომების" დიდი ფული დიდი მიზნებისთვის
საქართველოს ნაკრების მეტოქეები: "მუხის ფოთლები" დასაბამიდან დღემდე