ავსტრალიის ნაკრებთან არ ითამაშებენ ცხრა ნომერი რიკი იანუარი და მესამეხაზელი ფრანუსა ლავი. იანუარის ნაცვლად დე ფილიერსმა ძირითად შემადგენლობაში რუან პინარი დააყენა, რომელიც "ოლ ბლექსთან" ორივე მატჩში სათადარიგოთა შორის იყო. ფრანსუა ლავს კი მესამე ხაზში რაიან კანკოვსკი შეცვლის.
ძირითად შემადგენლობაში იქნება გარემარბი ხიო ეპლონი, რომელმაც ტრავმირებული იან დე ფილიერსი შეცვალა. სათადარიგოთა
"სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ბრისბენის "სანკორპ სთედიუმის" ბალახის საფარი ზედგამოჭრილია სწრაფი თამაშის მიმდევარი გუნდებისთვის. ამიტომ სწორედ ასეთი თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ. ორი უძნელესი მატჩი ახალი ზელანდიის ნაკრებთან უკვე ისტორიის საკუთრებაა და ახლა ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი პოტენციალის სრული გამოყენებით წარმატებას მივაღწიოთ" - თქვა პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა მატჩის არბიტრი, რაც "ბოკეს" თავკაცს არაფრით ესიამოვნებოდა. ახალზელანდიელი ბრიუს ლოურენსი ავადმყოფობის გამო მატჩის განსჯას ვერ ახერხებს. მის ნაცვლად ირლანდიელი ჯორჯ კლანსი იმსაჯებს. დე ფილიერსი "ოლ ბლექსთან" მეორე მარცხის შემდეგ წარუმატებლობას ჩრდილონახევარსფეროელ არბიტრებს აბრალებდა. მისი აზრით, ისინი თავისბურად, უცნაურად მსაჯობენ, რასაც ალღო ვერაფრით აუღო.
სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირშნერი, 14. ხიო ეპლონი, 13. ჟაკ ფური, 12. ვინანდ ულიფიე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი
1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. ბი ჯეი ბოთა, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. რაიან კანკოვსკი, 8. პიერ სპისი.
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. დიუვალ პოტხიტერი, 20. ფრანსუა ჰუგარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. იან დე იონგი