ავსტრალიის ნაკრების მგეზავი ქუადე კუპერი და სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის შუამარბი ჟაკ ფური დიკვალიფიცირებულნი არიან. სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტმა კუპერი მეტოქისთვის, კერძოდ კი, მორნის სტეინისთვის განზრახ ტრავმის მიყენების მცდელობის გამო ორი კვირით დასაჯა. ის მომავალ უქმეებზე მელბურნში ახალ ზელანდიასთან გასამართ მატჩს გამოტოვებს.
ანალოგიური დანაშაულისთვის გაცილებით მკაცრად დაისაჯა ჟაკ ფური. ის რაგბიდან ოთხი კვირით მოკვეთეს. შედეგად, "ბოკეს" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 22 აგვისტოს სამხრეთ აფრიკაში ახალ ზელანდიასთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
ფური უფრო მკაცრად იმიტომ დასაჯეს, რომ მან ანალოგიური დარღვევისთვის შარშანაც მიიღო დისკვალიფიკაცია.
შეგახსენებთ,
რომ ჟაკ ფური მესამე სამხრეთაფრიკელია, ვისაც სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში დისკვალიფიკაცია მისცეს. "ბოკეს" მეორეხაზელ ბაკის ბოთას ცხრა კვირით აუკრძალეს თამაში, გარემარბ იან დე ფილიერსს კი ორი კვირით.