დე ფილიერსის ვერსიით, მსაჯები ახალ ზელანდიასთან ორივე მატჩში მიკერძოებულად ირჯებოდნენ. მათი მიზანი "ოლ ბლექსის" ქომაგებისთვის იმედის მიცემა იყო, რაც 2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებისას დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. ეს კი ამ შეჯიბრების წარმატების გარანტია იქნება.
ერთი სიტყვით, თუ მწვრთნელს დავუჯერებთ, მომავალ მსოფლიო თასს მისი გუნდის ინტერესები ეწირება. ბუნებრივია, ამ გამონათქვამებით სანზარ-ის ხელმძღვანელები დაინტერესდნენ და გამოძიება
ამ ამბებით, სანზარ-ის სერიოზულად დაინტერესების შემდეგ სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელმა ტონი შეარბილა.
"მე არ მითქვამს, რომ ყოველივე ამის უკან სანზარ-ი ან მსოფლიო თასის ორგანიზატორები დგანან. უბრალოდ, ვივარაუდე, რომ, შესაძლოა, მოვლენების ასეთი განვითარება 2011 წლის მსოფლიო თასზე აჟიოტაჟის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება არბიტრებს, მსაჯობა რომ დიდი პრობლემაა ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. " - თქვა დე ფილიერსმა
აღსანიშნავია, რომ "სპორტ ფოქსმა" გაავრცელა კადრები, რომლებიც ადასტურებს ქენონის ვერსიას, რომ "ბოკეს" სმიტი და მეტფილდი მართავენ, რაც სიმართლისგან შორს არ უნდა იყოს. დასტურად ის კონფლიქტიც გამოდგება, რომელიც სამხრეთ აფრიკის მწვრტნელთა შტაბში გაზაფხულზე მოხდა. მაშინ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ეს ამბავი ჩაფარცხა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ "ბოკეს" დატოვება რამდენიმე ურჩს მოუწევდა. ნაკრები არავის დაუტოვებია, ასე რომ, როგორც ჩანს, პრობლემა პრობლემადვე დარჩა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ტელეკომპანიას ოფიციალურად ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯის რიჩარდ ლოუს გამოსვლამ ამავე ტელეარხზე. გთავზობთ ამონარიდს მისი ტელემონოლოგიდან.
"პიტერ, რა ჩვენი ბრალია, რომ შენ გუნდის გაწვრთნა არც გინდა და არც შეგიძლია. შარშან ახალ ზელანდიას სამიდან სამივე მატჩი რომ მოუგეთ, შენ არ იყავი ის კაცი, ვინც ხმამაღლა გაჰყვიროდა, "ოლ ბლექსის" გემმა დიდი ხანია, გაცურა. ეს გუნდი ვეღარ პროგრესირებს და უახლოეს მომავალში ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენსო.
ჰეი, პიტ, გახედე, შენი გემი რა შორს ჩამოვიტოვეთ. ხედავ? ახლა ჩვენსას შეხედე, სად ვართ. შენ დააგვიანე, ძმაო. ჩამოგვრჩი და ვეღარ დაგვეწევი.
ამბობენ, "ბოკეს" მისი წამყვანი მორაგბეები მართავენო. ეს სიცრუე არ უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სუსტი ხარ და გუნდის წვრთნა არ შეგიძლია.
წარმოუდგენელია, ქვეყანაში გყავდეს ისეთი გუნდები, "ბლუ ბულზი", "ნატალ შარქსი", "სთორმერზი" რომ არიან და ამ გუნდებიდან შეკრებილი მოთამაშეებით ასე უსახურად თამაშობდე.
რაც შეეხება ამ ბოდვას მსაჯების შესახებ, ეს სისულელეა, პიტ. არაფერი შეცვლილა, შენი ბიჭები იმ დანაშაულისთვის გაასინბინეს, რისთვისაც დიდი ხანია, სჯიან.
პიტ, ძალიან არ მინდა თანამდებობიდან მოგხსნან. ჩვენთვის ხელსაყრელი იქნება, სამხრეთ აფიკის ნაკრებს მსოფლიო თასზეც თუ შენ უხელმძღვანელებ."
გამოვიდა თანამედროვე სტილის გოგმანა (გოგო+მანი).
სექსუალურია, მარა მე მაინც ამას ბუნებრივი ეშხიანი გოგოები მირჩევნია და ტქვენი არ ვიცი!