"ვოლაბების" თავკაცი რობი დინსი ამ განაჩენით უკმაყოფილოა და სანზარ-ში აპელაცია აფრინა. "ქუადე, შესაძლოა, ყვითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ, ვფიქრობ, ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მეტისმეტია. მით უფრო, რომ მომავალ უქმეებზე უძნელესი მატჩი გველის მელბურნში ახალი ზელანდიის ნაკრებთან" - თქვა მან.
სანზარ-ი ავსტრალიელთა აპელაციას დღეს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ იმავე მატჩში ანალოგიური დანაშაულის გამო, "ბოკეს" შუამარბი ჟაკ ფური ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სამხრეთაფრიკელებს აპელაცია