რუან პინარი ალსტერში გადაბარგდა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ცხრა ნომერმა რუან პინარმა ზე 14-ის გუნდ "ნატალ შარქსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ახალი ხელშეკრულება ირლანდიურ "ალსტერთან" გააფორმა. პინარი ბელფასტში ორ სეზონს გაატარებს. იქ მას თანამემამულეები იოხან მიულერი და პედრი ფანენბურხი დახვდებიან.

"რამდენიმე სეზონია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაბარგებაზე ვოცნებობდი. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს "ალსტერთან" კონტრაქტის გაფორმება მოვახერხე" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ პინარს სამხრეთ აფრიკის ნაკრებში 43 კეპი აქვს მოხვეჭილი და 2007 წლის მსოფლიო თასის მფლობელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული