კივებისა და ვოლაბების დანაკლისი

AutoSharing Option
სამი ერის მორიგი შეხვედრა 7 აგვისტოს ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩერჩში გაიმართება. ახალი ზელანდიის ნაკრები ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მელბურნული დაპირისპირების შემდეგ ორივე გუნდმა დანაკლისი განიცადა.

ტრავმის გამო "კივებს" ცხრა ნომერი ჯიმი ქოუანი დააკლდებათ. მან "ვოლაბებთან" მატჩში ნეკნი გაიტეხა და, სავარაუდოდ, წლეულს სამი ერის გათამაშებაში ვეღარ გამოვა. მას ქრაისთჩერჩში, ცხადია, პირი ვიპუ შეცვლის. სათადარიგოებში კი გრემ ჰენრი ალბი მეთიუსონს დასვამს.

ავსტრალიის ნაკრები მელბურნში რობ ჰორნს მოისაკლისებს. საეჭვო იყო წითელი ბარათით გაძევებული დრიუ მიტჩელის თამაშიც. თუმცა სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტმა მას დისკვალიფიკაცია არ მისცა.
მიიჩნია, რომ მატჩის ბოლომდე გაძევება მიტჩელისთვის საკმარისი სასჯელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული