ოლ ბლექსში ორი ცვლილებაა

AutoSharing Option
სამი ერის მორიგ შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრები 7 აგვისტოს ქრაისთჩერჩში ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გუნდში ორი ცვლილება განახორციელა.

ტრავმირებული ცხრა ნომრის ჯიმი ქოუანის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში პირი ვიპუ ითამაშებს. სათადარიგოთა სკამზე კი მის ადგილს ალბი მეთიუსონი დაიკავებს. ჰენრიმ 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა გარემარბი იზრაელ დაგი, მის ნაცვლად მან სტენლი ბენსონი გამოიძახა.
"მელბურნში ავსტრალიის ნაკრებთან გამარჯვებამ ძალიან გაგვახარა. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ამჯერადაც, ქრაისთჩერჩში თამაშის იგივე დონე შევინარჩუნოთ." - თქვა "კივების" თავკაცმა.

ავსტრალიელებთან დაპირისპირებაში ახალზელანდიელთა
შუამარბი მაა ნონუ 50-ე კეპს მოიხვეჭს. მას დებიუტი 21 წლისას 2003 წელს ინგლისის ნაკრებთან მატჩში ჰქონდა.

შერკინების ბურჯი ტონი ვუდკოქი კი 67-ედ მოირგებს ეროვნული ნაკრების კვართს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ახალზელანდიელ ბურჯთა შორის.

მგეზავი დენ კარტერი კი საერთაშორისო მატჩებში დაგროვილი ქულებით ჯონი ვილკინსონს წამოეწია. კარტერს 1094 ქულა აქვს მოპოვებული, ვილკინსონს კი - 1178.

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯო როკოთოკო, 10. დენი კარტერი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენკსი, 4. ბრედ თორნი, 5. ტომ დონელი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ, 8. კირან რიდი

16. კორი ფლინი, 17. ბენ ფრენქსი, 18. სემ ვაითლოქი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ალბი მეთიუსონი, 21. აარონ კრადენი, 22. ბენსონ სტენლი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული