დე ფილიერსის საქმეს პარასკევს განიხილავენ

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსის საქმეს სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტი პარასკევს კეიპთაუნში განიხილავს.

დე ფილიერსს ბრალად ედება სანზარ-ის ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევა. "ბოკეს" თავკაცმა ახალ ზელანდიასთან ზედიზედ ორჯერ წაგებული მატჩის შემდეგ მომხდარში არბიტრები დაადანაშაულა. ბრალდება ირიბად სანზარ-ის ხელმძღვანელებსაც შეეხო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ორგანიზაციის შეფები საკმაოდ განაწყენებულნი არიან დე ფილიერსის განცხადებებით, მათგან შენდობას არ უნდა ველოდოთ.

მიუხედავად ამისა, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი დე ფილიერსს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რაც ისე უნდა გავიგოთ, რომ მის გამონათქვამებს ეთანხმება. ერთი სიტყვით, დაცდა
პარასკევამდე მოგვიწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სამხრეთული რაგბის მამები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული