დე ფილიერსს ბრალად ედება სანზარ-ის ქცევის კოდექსის ნორმების დარღვევა. "ბოკეს" თავკაცმა ახალ ზელანდიასთან ზედიზედ ორჯერ წაგებული მატჩის შემდეგ მომხდარში არბიტრები დაადანაშაულა. ბრალდება ირიბად სანზარ-ის ხელმძღვანელებსაც შეეხო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ორგანიზაციის შეფები საკმაოდ განაწყენებულნი არიან დე ფილიერსის განცხადებებით, მათგან შენდობას არ უნდა ველოდოთ.
მიუხედავად ამისა, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი დე ფილიერსს სრულ მხარდაჭერას უცხადებს, რაც ისე უნდა გავიგოთ, რომ მის გამონათქვამებს ეთანხმება. ერთი სიტყვით, დაცდა