21 ბოკე ტრავმირებულია

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი აგონიაშია. "ბოკეს" ტრავმებმა იმდენად დარია ხელი, რომ სამი ერის გათამაშების საწყის ორ ტურში ნაკრების დაახლოებით 21 მორაგბე ვერ ითამშებს.

"მოთამაშეების დიდი ნაწილი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის გამო ვარჯიშს ვერ ახერხებს და გამორიცხული არ არის სამი ერის გათამაშებაში ვერ ითამაშონ. თანაც, საჭიროა თითოეულ მათგანს სრულიად გამოსაჯანმრთელებლად სათანადო პირბები შევუქმნათ, რათა მსოფლიოს თასზე გამგზავრება შეძლონ.

მგალითად, ახლახან სხალკ ბურხერი და დან ვერმულენი სერიოზულად დაშავდნენ და სამ ერის გათამაშებაში ნამდვილად ვერ იასპარეზებენ. იმედი გვაქვს, რომ სხვა მოთამაშეები, რომლებიც დიდი
ხანია ტრავმებს იშუშებენ, მაგალითად, ჟუან სმითი, ჰენრიხ ბრუსო და ხუთრო სტენკამპი, მალე შევლენ სათანადო კონდიციებში და ნაკრებს დაეხმარებიან.

არიან ისეთი მორაგბეებიც, რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის თამაშები დაუგროვდათ. ისინი გამოფიტულნი, თითქმის დაუძლურებულნი არიან და დასვენებას, რეაბილიტაციას საჭიროებენ. ერთი სიტყვით, პრობლემები საკმაოდ დაგვიგროვდა და თუ გვინდა მსოფლიოს თასზე კარგი გუნდით წარვსდგეთ, სამი ერის გათამაშებისას მოთამაშეებთან კომპრომისზე უნდა წავიდეთ" - თქვა კეიპთაუნში გამართულ პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების სამედიცინო შტაბის უფროსმა კრეიგ რობერტსმა.

ბოკეს ლაზარეთი: დან ვერმულენი, ფური დუ პრი, სხალკ ბურხერი, ვიქტორ მეტფილდი, ფრანსუა სტეინი, ჟაკ ფური, იან დე ფილიერსი, ბი ჯეი ბოთა, ჟუან სმითი, ვილემ ალბერტსი, ბისმარკ დუ პლესი, ანდრეას ბეკერი, იანი დუ პლესი, ფრანსუა ლოუ, ხუთრო სტენკამპი, ფრანსუა ჰუგარი, ბუჩ ჯეიმზი, ჯი პი პიტერსენი, ტენდაი მთავარირა, ბრაიან ჰაბანა, ბაკის ბოთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული