ბრისბენელთა წარმატებამ დინისს აფიქრებინა, რომ დასაყრდენად სწორედ "წითლების" მოთამაშეები გამოეყენებინა. აღსანიშნავია, რომ მან ნაკრებში უხმო "რედსის" რვა ნომერ როდეკი სამოს, რომელმაც ნაკრებში ბოლოს რვა წლის წინ ითამაშა.
ავსტრალიის ნაკრებში არასდროს უთამაშია ვორათაზის მეორეხაზელ სიტალეკი ტამანის. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულები არიან, რობი დინსმა მაინც შიყვანა სიაში ტატაფუ პოლოტანაუ, ვიკლიფი პალუ, ჯეიმზ სლიპერი და ლუკ ბარჯესი. თუმცა იმავდროულად, მან არ გამოიძახა
"მსოფლიოს თასზე გასამგაზავრებელ შემადგენლობას 18 აგვისტოს გამოვაცხადებთ. სიაში მოხვედრის შანსი აქვს ყველას, იმათაც კი, ვინც ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა. მოუთმენლად ველით დაშავებულების გამოჯანმრთელებას, რადგან გვინდა, ახალ ზელანდიაში მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით წარვსდგეთ" - თქვა "ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა.
ავსტრალიის ნაკრები 17 ივლისს სიდნეიში სამოას ნაკრებს ტესტ მატჩში დაუპირისპირდება. სამი ერის პირველ შეხვედრას კი, "ვოლაბები" 23 ივლისს, იქვე სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავენ.
ავსტრალიის ნაკრები
შერკინება: ბენ აქლქსანდერი, ბენ დეილი, დეივ დენისი, როკი ელსომი, საია ფაინგაა, ჯეიმზ ჰენსონი, სკოტ ჰიგინბოთამი, მათ ჰოჯსონი, ჯეიმზ ჰორვილი, სეკოპე კეპუ, სალესი მააფუ, ბენ მაკკალემი, სტივენ მური, დენ მამი, ვიკლიფი პალუ, დევიდ პოკოქი , ტატფუ პოლოტანაუ, ბო რობინსონი, ბენ რობინსონი, როდეკი სამო, ნათან შარფი, რობ საიმონსი, ჯეიმზ სლიპერი, სტალეკი ტიმანი, დენ ვიკერმანი.
უკანა ხაზი: ადამ ეშლი-კუპერი, ქართლი ბეილი, ლუკ ბარჯესი, ქუადე კუპერი, როდ დევისი, ენტონი ფაინგაა, ვილი გენია, მარკ ჯერარდი, მეთ გიტო, დიგბი იოანი, პეტ მაკკები, ლუკ მორაჰანი, ჯეიმზ ოკონორი, ნიკ ფილიპსი, ლაკი ტერნერი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"