თუმცა, თვალმახვილ ჟურნალისტებს არ გამოპარვიათ, რომ რუსტენბურგის საწვრთნელ ბაზაზე ოცდაერთივე შეიკრიბა და ლამის საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი მოაწყვეს. ამ თემაზე ატეხილი სკანდალის სიმწვავის განელებას, ველინგთონში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ჯური რუ შეეცადა.
"ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ტრავმირებული მოთამაშეები რუსტენბურგის ბაზაზე შევკრიბეთ, მაგრამ გარწმუნებთ,
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი პიტერ დე ფილიერსმაც გააკეთა, თუმცა შინაარსი აღმასრულებელი დირექტორის ნაამბობისგან არაფრით განსხვავდებოდა.
დე ფილერსს ამაზე არანაკლებ მწვავე პრობლემები აქვს გუნდში. ერთი კვირის წინათ ავსტრალიის ნაკრებთან წაგებულ მატჩში დაშავდნენ და შაბათს "ოლ ბელქსთან" ვერ ითამაშებენ ფულ ბეკი ხიო ეპლონი და მეორეხაზელი იოჰან მულერი. ეპლონს სამხრეთაფრიკული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი პატრიკ ლამბიე შეცვლის, მეორეხაზში კი მულერის ადგილს გერჰარდ მოსტერტი დაიკავებს. ორივე მათგანი ძირითად შემადგენლობაში თამაშს პირველად დაიწყებს.
დე ფილიერსმა რვა ნომრის პოზიციაზე მეორეხაზელი დენი როსუ გადაიყვანა, რადგან ჯანმრთელი მესამეხაზელი ერთიც აღარ დარჩა.
"არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ გერჰარდ მოსტერტი პირველად ნაკრებში 2008 წელს გამოვიძახე. მას მერე ბიჭი ტრავმებმა გააწამა. წლეულს კი "ნატალ შარქსის" შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ბრწყინვალე შანსი ეძლევა ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.
ასევე საინტერესოა, როგორ გაართმევს ფულბეკის მოვალეობას თავს ახალგაზრდა პატრიკ ლამბიე. ჩვენ ნაკრებს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. ერთი კვირის წინათ განცდილი მარცხის მიზეზები გავაანალიზეთ, სათანადო დასკვნებიც გავაკეთეთ და, ვფიქრობ, ყველა მოთამაშემ კარგად იცის ველინგთონში რა მოგველის" - თქვა პიტერ დე ფილიერსმა.
სამხრეთ აფრიკა: 15. პატრიკ ლამბიე, 14. ბიორნ ბესონი, 13. ადი იაკობსი, 12. იუან დე იონგი, 11. ლუაზი მვოვო, 10. მორნი სტეინი, 9. რუან პინარი. 1. დინ გრეილინგი, 2. ჯონ სმიტი, 3. ვერნერ კრუხერი, 4. გერხარდ მოსტერტი, 5. ალისტერ ჰარგრეივზი, 6. დეონ სტიგმანი, 7. იან დეისელი, 8. დენი როსუ.
16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. რაიან კანკოვსკი, 19. ეშლი ჯონსონი, 20. შარლ მაკლოიდი, 21. ვინანდ ულიფიე, 22. ოდვა ნდუნგანე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"