"სამი ერის განვლილ ორ მატჩში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოვცადეთ. ისინი "ბოკეს" სამომავლოდ ძალიან გამოადგებიან. ასე რომ, სამხრეთ აფრიკის მომავალ მწვრთნელს საქმის ნახევარი უკვე გავუკეთეთ.
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულება არ ნიშნავს რაგბის აღსასრულს მსოფლიოში და მით უმეტეს სამხრეთ აფრიკაში."ბოკეს" ახალ მწვრთნელს იმ დროსითვის სამუშაო თავსაყრელად ექნება. ქომაგებს თავიანთი სათაყვანებელი გუნდის გამარჯვებების
კმაყოფილი ვარ ბიჭების თამაშით ახალი ზელანდიის ნაკრებთან. ვფიქრობ, რომ ანგარიში ზუსტად არ ასახავს ძალთა თანაფარდობას. უბრალოდ, ჩვენი გუნდი ახალი, შეუთამაშებელი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული და დაშვებული შეცდომებიც ამის ბრალია.
სამი ერის ბოლო ორ შეხვედრაში ვეცდებით ნაკრების ძირითადი შემადგენლობა გამოვიყვანით სათამაშოდ. ორივე მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა მსოფლიოს თასის წინ სათანადო, ამაღლებული განწყობა შევიქმნათ. ეს აუცილებელია, გამარჯვება ბიჭებზე ფსიქოლოგიურად ძალიან კარგ გავლენას იქონიებს" - თქვა პიტერ დე ფილიერსმა.
"ბოკე" მომდევნო შეხევდრას 13 აგვისტოს შინ გამართავს ავსტრალიის ნაკრებთან. დე ფილიერსმა უკვე გააცხადა იმ 23 მორაგბის ვინაობა, რომლებიც ამ შეხვედრისთვის მოემზადებიან. მათ შორის 15 ისეთია, ვინც განვლი ორ მატჩში ითამაშა.
სამხრეთ აფრიკა
შერკინება: დენ გრეილინგი, ალისტერ ჰარგრეივზი, რაიან კანკოვსკი, ვერნერ კრუხერი, ეშლი ჯონსონი, ჯონ მიულერი, კოენ ოოსტჰოიზენი, ჩილიბოი რელეპელე, დეონ სტიგმანი, ადრიან სტრაუსი, ფილიპ ფან დერ მერვე
უკანა ხაზი: ბიორნ ბესონი, ბი ჯეი ბოთა, ჰაინრიხ ბროსუ, ადრიან იაკობსი, ელტონ იანტისი, ზან კირხნერი, პატრიკ ლამბიე, ფრანსუა ლოუ, ჩარლ მაკლოიდი, ლვაზი მვოვო, ოდოვა ნდუნგანე, ვინანდ ულიფიე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"