დე ფილიერსი გადარჩა

AutoSharing Option
სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტმა სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცი პიტერ დე ფილიერსი არ დასაჯა. კომიტეტის წევრმა ჯენი ლაბმა "ბოკეს" მწვრთნელის განმარტებები 6 აგვისტოს კეიპთაუნში მოისმინა და საბოლოო დასკვნისთვის დრო ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ დე ფილიერსი სამი ერის პირველ ორ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, მისი გუნდის წინააღნდეგ წარმოებულ შეთქმულებაზე ალაპარაკდა. მას მხარი აუბა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა, რომელმაც დაუფარავად განაცხადა, რომ ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ სამხრეთ აფრიკას სარაგბო ომი გამოუცხადა.

ყოველივე ამის შემდეგ სანზარ -ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ჯეინ
ლაბის განმარტება საკმაოდ უცნაურად ჟღერს. "ვფიქრობთ, პიტერ დე ფილიერსს არ დაურღვევია სანზარ-ის ქცევის კოდექსი. მას ინტერვიუში არც მსაჯები უხსენებია და არც ოფიციალური პირები" - თქვა მან.

"გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ. ყველა უსიამოვნება უკან დარჩა. ახლა მთავარია, მომავალი მატჩებისთვის სათანადოდ მოვემზადოთ" - აღნიშნა დე ფილიერსმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული