ამასთან ერთად, დაუმარცხებლად ასპარეზობს მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელმაც დანიდინში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს სძლია - 21:11.
"ვოლაბებისა" და "პუმების" დაპირისპირებას რაგბის ქომაგები დიდი ინტერესით ელოდნენ. არგენტინელები მატჩისთვის სერიოზულად ემზადებოდნენ და სულ ცოტა დააკლდათ ოთხი ერის გათამაშებაში პირველ გამარჯვებამდე.
როგორც სჩვევიათ, "პუმებმა" დაცვაში ზედმიწევნით ყურადღებით ითამაშეს და პირველ ტაიმში
ავსტრალიელების მსგავსად, შედეგიანობით ვერც არგენტინელებმა დაიკვეხნეს. 28-ე წუთზე ერნანდესმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და პირველი ნახევარი "პუმების" გამარჯვებით დასრულდა - 6:3.
შესვენების შემდეგ ავსტრალიელებმა ფულბეკმა უეინ ბარნსმა რვა წუთში ანგარიში გაათანაბრა - 6:6. თუმცა წუთიც არ იყო გასული, როცა შეცვლაზე შესულმა მესამეხაზელმა ტომას ლეონარდიმ პირველი ლელო მიითვალა. ამას ორ წუთში კიდევ ერთმა მესამეხაზელმა კიდევ ერთი ლელო მიუმატა. ერნანდესმა ორივე გარდასახვა გააცუდა, თუმცა 56-ე წუთზე საჯარიმო გაიტანა და თავისიანები 13 ქულით დააწინაურა - 19:6.
ამის მეტი არგენტინელებმა მონაგარს ვეღარაფერი მიუმატეს. "ვოლაბებმა" იგრძნეს რა მარცხის საშიშროება, საგრძნობლად გააქტიურდნენ.
მე-60 და 68-ე წუთებზე ორი გარდასახული ლელო გაიტანეს და ანგარიშში დაწინაურდნენ. თავი პეტ მაკკებმა და დიგბი იოანმა გამოიჩინეს. ორივე გარდასახვა ბარნსმა მიითვალა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი შეცვლაზე შესულმა ქართლი ბეილმა ერთი საჯარიმოც გაიტანა - 23:19.
დანიდინში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა "ოლ ბლექსს" სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ 60 წუთის განმავლობაში გაუწია. პირველი ტაიმი ამ მატჩშიც მწირქულიანი გამოდგა. მასპინძლებმა ორი ქულის სხვაობით, 5:3 მოიგეს.
შესვენების შემდეგ, ხუთ წუთში "ბოკე" გარემარბ ბრაიან ჰაბანას ლელოთი დაწინაურდა - 8:5. მასპინძლებმა ექვს წუთში გაათანაბრეს. მე-60 წუთიდან მოყოლებული კი სათამაშო უპირატესობას მთლიანად დაეუფლნენ და ორი ლელოს გატანა მოახერხეს - 21:11.
ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა 21:11
ახლი ზელანდია (15-9) დაგი, ჯეინი, სმიტი, ნონუ, სავეა, კრადენი, ვიპუ (ა. სმითი 40) (1-8) ვუდკოქი, ჰორი (მეარამუ 48), ფრენქსი (ფამუნია 62), რომანო (რეტალიკი 50), ვაითლოქი, მესამი, მაქოა, რიდი.
2: დაგი, ა. სმიტი. 3ს,გ: კრადენი.
სამხრეთ აფრიკა (15-9) კირხნერი, ჰაბანა, დე ფილიერსი, ფ. სტეინი, ჰუგარი, მ. სტეინი (გუსენი 59), პინარი. (1-8) მთავარირა (გრილინგი 50), სტრაუსი (ლიბენბერხი 69), დუ პლესი, ფან დერ მერვე (ბეკერი 40), კრუხერი, ლოუ, ალბერტსი (კუცია 61), ვერმულენი.
ლ: ჰაბანა. 2ს: სტეინი, გუსენი.
მსაჯი: ჯორჯ კლენსი (ირლანდია)
ავსტრალია-არგენტინა 23:19
ავსტრალია (15-9) ბარნსი (ე. ფაინგაა 70), შიპერლი, ეშლი-კუპერი, მაკკები, იოანი, კუპერი, ფიპსი. (1-8) რობინსონი, პოლოტა-ნაუ, ალექსანდერი, დუგლასი, შარფი, დინსი (გილი 75), ჰუპერი, სამო (ჰიგინბოთამი 52).
2ლ: მაკკები, იოანი. 3ს: ბარნსი (2), ბეილი. 2გ: ბარნსი
არგენტინა (15-9) ამოროსინო, კამაჩო (იმჰოფი 39), ბოსხი, ფერნანდესი, აგულა, ერნანდესი, ლენდახო (ვერგალო 61). (1-8) რონსერო (კაბელო 75), გუინასუ (კრევი 61), ფიგალო (ორლანდი 45), კარისა, ალბასეტე, კაბელო, ლეგუსამონი (ლეონარდი 45), ფერნანდეს ლობე.
2ლ: ლეონარდი, კაბელო. 3ს: ერნანდესი.
მსაჯი: უეინ ბარნსი (ინგლისი).
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 16 ქულა, 2. ავსტრალია - 8, 3. სამხრეთ აფრიკა - 7, 4. არგენტინა - 3.
V ტური
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია, არგენტინა-ახალი ზელანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"