ახალზელანდიელთა რეკორდთან მიახლოვება წლევანდელმა შესანიშნავმა შედეგიანობამ განაპირობა. "ოლ ბლექსი" წლეულს საშუალოდ მატჩში 42 ქულას აგროვებს.
ახალ ზელანდიას კვალში უდგას ავსტრალია, რომლის ანგარიშზე 509 მატჩში 10 260 ქულაა. მეოთხე კი უელსის ნაკრებია, რომელმაც 612 შეხვედრაში 9 860 ქულა მოიპოვა, მერე
მსოფლიო თასის ამჟამინდელი მფლობელი სამხრეთ აფრიკა მეექვსე ადგილზეა. "ბოკემ" 386 მატჩში 8 713 ქულის მოგროვება შეძლო. მას ფეხდაფეხ არგენტინის ნაკრები მისდევს - 8 513 ქულა 331 მატჩში.
შედარებისთვის: საქართველოს ნაკრებმა 121 მატჩი გამართა და 2 792 ქულა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები ნოემბერში საფრანგეთში ითამაშებს. მანამდე კი "ოლ ბლექსი" შეეცდება, ფრანგებს გატანილი ლელოების რაოდენობითაც გადაასწროს. დღეისთვის სხვაობა შვიდ ლელოს შეადგენს. ფრანგების რეკორდი კი 1 561 ლელოა.
საინტერესოა, რომ ახალი ზელანდიასა და არგენტინის ნაკრებების მონაგარში, სხვებისგან განსხვავებით, გატანილი გარდასხვების რაოდენობა საჯარიმოებისას აჭარბებს.