როკოთოკომ მილიონზე უარი თქვა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების გარემარბმა ჯო როკოთოკომ ფრანგულ "ტულონთან" კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა. ქართველი შერკინების ბურჯის დავით ქუბრიაშვილის კლუბის პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა ახალზელანდიელ ვარსკვლავს წელიწადში მილიონი ამერიკული დოლარი შესთავაზა, რაც სარაგბო საზომით საკმაოდ დიდი თანხაა.

"ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან კონტრაქტი წლეულს, დეკემბერში მიმთავრდება. ახლა სწორედ ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვფიქრობ, რადგან ჩემი გეგმები მხოლოდ ახალი ზელანდიის ნაკრებს უკავშირდება. ძალიან მინდა, "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში მსოფლიო თასი მოვიგო. ამიტომ ევროპაში ჩემი გადაბარგება გამორიცხულია" თქვა ჯომ.
 
შეგახსენებთ, რომ ახალზელანდიელ მორაგბეებს რაგბის კავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების
თანახმად, უცხოეთში თამაშის უფლება არ აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკრებში ვერ ითამაშებენ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამააწნავდა კაცი
ნესტორა
19:11 22-04-2023
0
კარგი არააა. საუკეთესოააააა იფ იფ იფ
roma
16:00 18-02-2018
0

სიახლეები პოპულარული