"სკუადრა აძურა" "ოლიმპიკოზე" დასახლდა

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშება თებერვალში იწყება, თუმცა იტალიის ნაკრების პირველ მატჩზე, რომელიც რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება, უკვე 50 ათასი ბილეთია გაყიდული.

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურა" შინ ორ მატჩს გამართავს ინგლისისა და შოტლანდიის ნაკრებებთან.

"სტადიო ოლიმპიკო", რომელზეც საფეხბურთო კლუბები "რომა" და "ლაციო" თამაშობენ 72 ათას მაყურებელს იტევს. იტალიის რაგბის ფედერაციის პრზიდენტ ჯან კარლო დონდის იმედი აქვს, რომ 11 თებერვლამდე, როცა იტალიის ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება სტადიონზე ანშლაგი იქნება.

აღსანიშნავია, რომ უკვე გაყიდული ბილეთებიდან უცხოელებმა მხოლოდ 6 ათას ხუთასი შეიძინეს.

"ენითაუწერელი ემოცია
დამეუფლა როცა ამ უზარმაზარ სტადინზე ფეხი შევდგი. წარმოვიდგინე პირამდე გადაჭედილი "ოლიმპიკო" რაგბის მატჩის მიმდინარეობისას. ეს თვალნათლივ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ რაგბი იტალიაში ვითარდება, პოპულარული ხდება.

ჩვენ გვინდოდა წლეულსაც "ფლამინიოზე" გვეთამაშა, მაგრამ იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, გადავწყვიტეთ სტადიონის ტევადობა ათი ათასით გაგვეზარდა და 42 ათასამდე აგვეყვანა. მაგრამ, თუკი 70-ათასიან "ოლიმპიკოს" გავავსებთ, რატომ უნდა ვთქვათ ამ სტადიონზე უარი? იმედი მაქვს, რომ კონტრაქტი რომის მუნიციპალიტეტთან გახანგრძლივდება და "სკუადრა აძურა" ბინას "სტადიო ოლიმპიკოზე" დაიდებს" - თქვა ჯან კარლო დონდიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული