"სამყურებში" ოდრისკოლის ერა დასრულდა

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების თავკაცმა, დეკლან კიდნიმ ეროვნული გუნდის 24-კაციანი შემადგენლობა გააცხადა.

"სამყურები" სამზადის ექვსი ერის გათამაშების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყებენ. იქ 24-კაციან შემადგენლობას კიდევ ექვსი დაემატება. ესენია: იან ნილი, პიტერ ომაჰონი, საიმონ ზებო (სამივე-მანსტერი), ტირნან ოჰალორანი (ქონოთი), პედი მაკალისტერი (ალსტერი) და ენდრიუ ქონუეი (ლენსტერი).

აღსანიშნავია, რომ საექვსერო განაცხადში ვერ მოხვდა ირალანდიური და მსოფლიოს რაგბის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი. ამ მორაგბემ ირლანდიურ და არამარტო ირლანდიურ რაგბიში ეპოქა შექმნა. ის რამდენიმე წლის წინათ IRB-მ მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ აღიარა.

ამასთან
ერთად, ირლანდიის ნაკრებს დააკლდება ლუკ ფიცჯერალდი, ტომას ოლირი და ევან ომელი. ისინი ირლანდიის A ნაკრებში ითამაშებენ.

"ექვსი ერის წლევანდელი გათამაშება გუნდისთვის ახალი ტურნირია, ამიტომ ახალ ზელანდიში განცდილი წარმატებაც და წარუმატებლობაც უნდა დავივიწყოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ. ამ ტურნირზე, რაც შეიძლება კარგად უნდა ვიასპარეზოთ, რათა მეტი სარეიტონგო ქულა დავაგროვოთ და 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენთვის სასურველ ჯგუფში მოვხვდეთ.

გუნდში ბევრი ახალი მორაგბეა, ბევრიც A ნაკრებს დავუთმეთ, მათაც ყურადღებით დავაკვირდებით და ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსს ყველას მოვცემთ" - თქვა სამყურების თავკაცმა დეკლან კიდნიმ.

ირლანდიის ნაკრები
შერკინება: რორი ბესტი, ტომ კარტი, სტივენ ფერისი (ალსტერი), შონ კრონინი, ლეო კალენი, კიან ჰილი, ჯიმი ჰისლიპი, შეინ ჯენინგზი, შონ ობრაიანი, მაიკ როსი (ყველა-ლენსტერი), დონჩა ოკალაჰანი, პაულ ოკონელი, დონჩა რაიანი (სამივე-მანსტერი).
უკანა ხაზი: ტომ ბოუი (ოსფრიზი), გორდონ დარსი, რობ კირნი, ფერგიუს მაკფოდენი, ეიონ რედანი, ჯონათან სეზსტონი (ყველა ლენსტერი), ენდრიუ ტრიმბლი, პედი ვოლესი (ორივე-ალსტერი), ქის ირლზი, კონორ მურეი, რონან ოგარა (სამივე-მანსტერი).
დამატებითი მორაგეები: იან ნილი, პიტერ ომაჰონი, საიმონ ზებო (სამივე-მანსტერი), ტირნან ოჰალორანი (ქონოთი), პედი მაკალისტერი (ალსტერი), ენდრიუ ქონუეი (ლენსტერი).

ექვსი ერი
5 თებერვალი
ირლანდია-უელსი
11 თებერვალი
საფრანგეთი-ირლანდია
25 თებერვალი
ირლანდია-იტალია
10 მარტი
ირლანდია-შოტლანდია
17 მარტი
ინგლისი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული