აღსანიშნავია, რომ სენტ-ანდრემ "ლე ბლოს" ქომაგებს რამდენიმე სიურპრიზი შესთავაზა. მან განაცხადში ორი დებიუტანტი უესლი ფოფანა და იოან მაესტრი შიეყვანა. ორივე მათგანი საკუთარი კლუბების, შესაბამისად "კლერმონისა" და "ტულუზის" შემადგენლობაში მიმდინარე საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებში შესანიშნავად ირჯება. სენტ-ანდრეს მიაჩნია, რომ მათ თავის გამოჩენისა და ნაკრებში დამკვიდრების შანსი უნდა მისცეს.
ასევე მოულოდნელი იყო, პარიზული "სტად ფრანსეს" შერკინების ბურჯის, დავიდ ატუბის 23-კაციან
აღსანიშნავია, რომ ფრანგთა თავკაცი აქცენტს მაინც იმ მოთამაშეებზე აკეთებს, რომლებმაც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ფინალში გააღწიეს. ასეთი ამჟამინდელ გუნდში 17 მორაგბეა. სენტ-ანდრე მათ გამოცდილებას ეყრდნობა და მათი დიდი იმედი აქვს.
გუნდის კაპიტანი ისევ 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე ტიერი დუსოტუარი იქნება. ნაკრებში დაბრუნდა მგეზავი ლიონელ ბუქსი, რომელიც წლეულს "ტულუზში" ძალიან კარგად თამაშობს და მონპელიელ ფრანუსა ტრინ-დუკს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.
ისევ მოსალოდნელია ცხრა ნომრების, ქართული წარმოშობის დიმიტრი იაშვილისა და მორგან პარას "გამოუცხდებელი ომი". ორივე მორაგბე შესანიშნავ ფორმაშია და, ვფიქრობთ, სენტ-ანდრეს მათ შორის არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდება.
საფრანგეთის ნაკრები
შერკინება: დევიდ ატუბი, დიმიტრი შარჟევსკი, პაკალ პაპე (სამივე-სტად ფრანსე), ვინსენ დებატი, ჟულიენ ბონერი (ორივე-კლერმონი), ნიკოლა მასი (პერპინიანი), ჟან-ბატისტ პუ, ვილიამ სერვა, იოან მაესტრი, ტიერი დუსოტუარი, ლუი პიკამოლი (ხუთივე-ტულუზი), ლიონელ ნალე (მეტრო რასინგი), იმანოლ არინორდოკი (ბიარიცი).
უკანა ხაზი: მორგან პარა, ვესლი ფოფანა, ჟულიენ მალზიო, ორელიან რუჟრი (ოთხივე-კლერმონი), დიმიტრი იშვილი (ბიარიცი), ლიონელ ბუქსი, ვინსან კლერი, მაქსიმ მედარი (სამივე-ტულუზი), მაქსიმ მერმოსი (პერპინიანი), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე).
ექვსი ერი
4 თებერვალი
საფრანგეთი-იტალია
11 თებერვალი
საფრანგეთი-ირლანდია
26 თებერვალი
შოტლანდია-საფრანგეთი
11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი
17 მარტი
უელსი-საფრანგეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"