ჟაკ ბრუნელმა "სკუადრა აძურაში" ორი ცვლილება განახორციელა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები შაბათს, შინ, რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" ინგლისის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ბრუნელმა შემადგენლობაში, რომელმაც გასულ უქმეებზე სტუმრად საფრანგეთის ნაკრებთან ითამაშა, ორი ცვლილება განახორციელა.

უცნაურია, მაგრამ ბრუნელმა ექვსი ერის პირველი ტურის საუკეთესო მორაგბე, სამხრეთაფრიკული წარმოშობის მეორეხაზელი კორნელიუს ფან ზილი 22-კაციან განაცხადში არ შეიყვანა. მას "აირონის" ვეტერანი მეორეხაზელი მარკო ბორტოლამი შეცვლის, რომელიც "პომებთან" 90-ე კეპს მოიხვეჭს.

იტალიელთა ფრანგმა თავკაცმა ძირითად შემადგენლობაში კიდევ ერთი ერთი გამოცდილი მორაგბე, "კლერმონის" შუამარბი გონსალო კანალე დააბრუნა. მან ალბერტო სგარბი შეცვალა.

სათადარიგოთა შორისაა
მეორეხაზელი, "ბენეტონის" კაპიტანი ანტონიო პავანელო, რომელსაც ექვსი ერის გათამაშებაში დებიუტი ექნება. ხოლო ახალგაზდა ფულბეკი ლუკა მორისი თავის პირველ კეპს მოიხვეჭს.

ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, მესამეხაზელი მაურო ბერგამასკო. ის სათადარიგოთა შორისაა.

იტალია: 15. ანდრეა მასი, 14. ჯოვანი ვენდეტი, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. გონსალო კანალე, 11. ლუკ მაკლინი 10. კრისტოფ ბარტონი, 9. ედუარდო გორი. 1. ანდრეა ლო ჩიჩერო, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. მარკო ბორტოლამი, 5. ქუენტინ გელდენჰაუზი, 6. ალესანდრო ძანი, 7. რობერტო ბარბიერი, 8. სერჯო პარისე.
16. ტომაზო დაპიკე, 17. ლეონარდო ჩიტადინი, 18. ანტონიო პავანელო, 19. მაურო ბერგამასკო, 20. ფაბიო სემენცატო, 21. ტობიას ბოტესო, 22. ლუკა მორისი.

ექვსი ერი
11 თებერვალი
იტალია-ინგლისი, საფრანგეთი-ირლანდია

12 თებერვალი
უელსი-ირლანდია

სატურნირო მდგომარეობა
1. საფრანგეთი - 2 ქულა, 2. ინგლისი - 2, 3. უელსი - 2, 4. ირლანდია - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული