"ლე ბლომ" ქართველებთან ივარჯიშა

AutoSharing Option
3 მარტს პარიზში, "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების გამოტოვებულ შეხვედრაში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. "ლე ბლოს" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ წინა ორი თამაშის შემადგენლობიდან ორი მოთამაშე გამოცვალა.

ფულბეკმა მაქსიმ მედარმა სერიოზული ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად "სამყურებს" კლემან პუატრენო დაუპირისპირდება. სენტ-ანდრემ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა ფლანკერი ჟულიენ ბონერი. ამის გამო იმანოლ არინორდოკმა რვა ნომრის პოზიცია დაიკავა, ლუი პიკამოლი კი სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა.

სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ ფრანგთა თავკაცი მგეზავ ფრანსუა ტრინ-დუკსაც სათადარიგოთა საკამზე დასვამდა და მის ნაცვლად ლიონელ ბუქსის
ათამაშებდა, რომელმაც წინა შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებთან ფეხით შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვების მოპოვებაში ლომის წილი დაიდო.

"ლიონელ ბუქსი შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, ის სტრატეგიული მიზნებისთვის გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე გვირჩევნია ფრანსუა ტრინ-დუკისა და მორგან პარას წყვილი შევათამაშოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ფრანსუას ურთიერთქმედების დახვეწა შუამარბებთანაც", - თქვა ფილიპ სენტ-ანდრემ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ნაკრებთან მატჩისთვის მზადებისას "ლე ბლომ" საკონტროლო მატჩი გამართა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასისთან", რომლის ერთ-ერთი მწვრთნელიც ვიქტორ დიდებულიძეა.

ირლანდიის ნაკრების მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ კი, ფრანგი კოლეგისგან განსხვავებით, უცვლელად შეინარჩუნა ის შემადგენლობა, რომლითაც "სამყურებმა" იტალიის ნაკრებს ერთი კვირის წინ 42:10 მოუგეს.

საფრანგეთი-ირლანდია
საფრანგეთი: 15. კლემან პუატრენო, 14. ვინცან კლერი, 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა, 11. ჟულიენ მალზიო, 10. ფრანსუა ტრინ-დუკი, 9. მორგან პარა. 1. ჟან-ბატისტ პუ, 2. დიმიტრი სჟარჟევსკი, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. იონ მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ჟულიენ ბონერი, 8. იმანოლ არინორდოკი.
16. ვილიამ სერვა, 17. ვენსან დებატი, 18. ლიონელ ნალე. 19. ლუი პიკამოლი, 20. ჟულიენ დიუპიუი, 21. ლიონელ ბუქსი, 22. მაქსიმ მერმოსი.
ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ტომ ბოუი, 13. ქის ირლზი, 12. გორდონ დარსი, 11. ენდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. ციან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონოლი, 6. სტივენ ფერი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 17. ტომ კარტი, 18. დონჩა რაიანი, 19. პიტერ ომაჰონი, 20. ევან რედანი, 21. რონან ოგარა, 22. ფერგიუს მაკ ფოდენი.

ექვსი ერი
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 6 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. ინგლისი - 4, 4. ირლანდია - 2, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

4 მარტი
საფრანგეთი-ირლანდია.
10 მარტი
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია.
11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული