მომდევნო მატჩს "ლე ბლო" კვირას ისევ პარიზში გამართავს და ამჯერად მეტოქე წინა წლებთან შედარებით ოდნავ დასუსტებული ინგლისის ნაკრები იქნება.
ფრანგთა თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ საბრძოლო რაზმში ყველა ის მორაგბე იხმო, ვინც "სამყურებთან" ითამაშა.
ფრანგულ სპორტულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სენტ-ანდრემ ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა წარმოშობით ქართველი ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი. "იაშიმ", რომელმაც ტრავმის
"დიმიტრი იაშვილის შესაძლებლობები კარგად ვიცით. ახლა გვინდა ჟულიენ დიუპიუიც ვნახოთ საქმეში. ის "სტად ფრანსეს" შემადგენლობაში შესანიშნავად ასპარეზობს და რით უნდა აგვეხსნა ახლა ნაკრებში მისი არგამოძახება?
აღსანიშნავია, რომ მას აქამდე "ლე ბლოს" შემადგენლობაში არაერთხელ უთამაშია ბრწყინვალედ. განსაკუთრებით მახსენდება ჟულიენის დებიუტი 2009 წელს, როცა საფრანგეთის ნაკრებმა ტულუზში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს 20:13 მოუგო. აქამდე ჟულიენ დიუპიუის მხოლოდ ტრიბუნებზე ვხედავდით და გვინდა, ახლა მოედანზეც ვნახოთ.
ერთი სიტყვით, იაშვილს რომ არ ვუხმეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მის კლუბს რევერანსი გავუკეთეთ. ჩვენთვის გასაგებია, რომ "ბიარიცს" უჭირს და "იაშის" დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარი ყოველთვის ეროვნული გუნდი და მისი ინტერესებია." - თქვა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ ანდრემ.
მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა დიდი სლემის შესრულების შანსი დაკარგეს, მათ მაინც შეუძლიათ ექვსი ერის მოგება. ინგლისთან მატჩის შემდეგ, ერთ კვირაში "ლე ბლო" სტუმრად დაუპირისპირდება უელსის ეროვნულ გუნდს. საფრანგეთის ნაკრებმა ორივე მატჩი უნდა მოიგოს.
საფრანგეთის ნაკრები
შერკინება: ჟან-ბატისტ პუ, ნიკოლა მასი, ვინსენ დებატი, დავიდ ატუბი, დიმიტრი სჟარჟევსკი, ვილიამ სერვა, პასკალ პაპე, იონ მაესტრი, ლიონელ ნალე, ტიერი დუსოტუარი, ჟულიენ ბონერი, იმანოლ არინორდოკი, ლუი პიკამოლი.
უკანა ხაზი: მორგან პარა, ჟულიენ დიუპიუი, ფრანსუა ტრინ-დუკი, ლიონელ ბუქსი, ვესლი ფოფანა, ორელიან რუჟერი, მაქსიმ მერმოსი, ვინსენ კლერი, ჟულიენ მალზიო, კლემან პუატრენო.
ექვსი ერი
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 6 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. ინგლისი - 4, 4. ირლანდია - 3, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.
უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია.
11 მარტი
საფრანგეთი-ინგლისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"