"სკოტების" თავკაცმა ენდი რობინსონმა ორი კვირის წინათ, "ლე ბლოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა.
შუამარბმა შონ ლამონტმა ფრანგებთან შეხვედრაში ფეხი მოიტეხა. ამიტომ მის ადგილს გუნდში ნიკ დე ლუკა დაიკავებს. ამასთან ერთად, რობინსონმა სამი ცვლილება განახორციელა სათადარიგოთა შორის. ევან მურეი, რუარიდ ჯექსონი და მაქს ევანსი, შესაბამისად, ედ კალმენს, დანკან ვეიერსა და ნიკ დე ლუკას შეცვლიან.
"საფრანგეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას ბევრი კარგი კომბინაცია გამოგვივიდა, მაგრამ საჭიროა კიდევ
თუ მოვახერხებთ და ბოჭვისას თავდაუზოგავად გავირჯებით, დაცვაში მეტოქეს გასაქანს არ მივცემთ. მაშინ ირლანდიის ძალიან კარგი გუნდის დამარცხება შესაძლებელი იქნება.
მოხარული ვარ, რომ რუარიდ ჯექსონმა მსოფლიოს თასზე მიღებული ტრავმა მოიშუშა და ნელ-ნელა სათამაშო ფორმას იბრუნებს. დიდი იმედი გვაქვს, ასევე, რომ გუნდში დაბრუნებული მაქს ევანსი და ევან მურეი ნაყოფიერად გაირჯებიან" - თქვა შოტლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. ლი ჯონზი, 13. ნიკ დე ლუკა, 12. გრემ მორისონი, 11. შონ ლამონტი, 10. გრეიგ ლაიდლოუ, 9. მაიკ ბლერი. 1. ალან იაკობსენი, 2. როს ფორდი, 3. ჯეფ კროსი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. ჯონ ბარკლი, 7. როს რენი, 8. დავიდ დენტონი.
16. სკოტ ლაუსონი, 17. ევან მურეი, 18. ალისტერ კელოკი, 19. რიჩი ვერნონი, 20. კრის კაზიტერი, 21. რუარიდ ჯექსონი, 22. მაქს ევანსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"