ამ შეხვედრის ფავორიტად მასპინძელთა გუნდი ითვლებოდა, მაგრამ "პომებმა" შესანიშნავად იასპარეზეს და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწიეს - 24:22.
ინგლისელები შესანიშნავად გაისარჯნენ მატჩის პირველ ტაიმში. სტუმრები მანუ ტუილაგისა და ბენ ფოდენის ლელოების წყალობით მე-17 წუთისთვის 11 ქულით დაწინაურდნენ - 14:3.
ფრანგები, რომელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ წლეულს პირველად ათამაშა დუეტში ჟულიენ დიუპიუი და ლიონელ ბუქსი, მხოლოდ ამის შემდეგ
მეორე ნახევარში მოედანზე თანაბარი ბრძოლა წარიმართა, თუმცა სტუმრებმა 70-ე წუთისთვის მაინც მოახერხეს 9 ქულით დაწინაურება - 24:15.
"ლე ბლომ" ყველა ღონე იხმარა მატჩის გადასარჩენად. მეტოქეს ერთი ლელოც გაუტანა, მაგრამ მეტისთვის არც დრო ეყო და აღარც ოსტატობა.
გათამაშების ლიდერმა, უელსის ნაკრებმა, რომელიც დღემდე დაუმარცხებელია და დიდი სლემის შესრულების შესანიშნავი შანსი აქვს, როგორც მოსალოდნელი იყო, შინ დაამარცხა იტალიის ნაკრები - 24:3.
"წითელ ურჩხულებს" მომავალ უქმეებზე შინ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით. მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება, რომელიც ინგლისთან მარცხის შემდეგ უფრო მეტად მოინდომებს მეტოქის ძლევას. მასპინძლები კი, გამარჯვების შემთხვევაში, დიდ სლემს შეასრულებენ.
IV ტური
უელსი-იტალია 24:3, ირლანდია-შოტლანდია 32:14, საფრანგეთი-ინგლისი 22:24.
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 8 ქულა, 2. ინგლისი - 6, 3. ირლანდია - 5, 4. საფრანგეთი - 5, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.
V ტური
იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"