სწორედ ამიტომ, "ლე ბლოს" მთავარი მწვრთნელი ფილიპ სენტ-ანდრემ თამამად გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება. ინგლისის ნაკრებთან წაგების შემდეგ, მან გუნდში ექვსი ცვლილება განახორციელა. ფრანგთა თავკაცმა ისევ უხმო ეროვნულ გუნდში ბასკური "ბიარიცის" ქართული წარმოშობის ცხრა ნომერს დიმიტრი იაშვილს.
ყველასთვის გასაოცრად მოულოდნელი იყო ნაკრებში "კლერმონის" 19 წლის ფულბეკის ჟან-მარსელინ ბუტინის გამოძახება. სენტ-ანდრემ ეროვნულ გუნდში დააბრუნა
ამრიგად, უელსის ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებენ, ლინელ ნალე, ჟულიენ დიუპიუი, მაქსიმ მერმოსი, ჟულიენ მალზიო და ვენსან კლერი.
რაგბის ფრანგ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინგლისთან მატჩი ბოლო იყო მეორეხაზელის ლიონელ ნალეს კარიერაში. გავრცელებული ინფორმაციით, ტრვმები აწუხებთ და შესაძლოა ვერ ითამაშონ მესამეხაზელებმა, ჟულიენ ბონერმა, ტიერი დუსოტუარმა და იმანოლ არინორდოკმა.
"გაოცებული ვარ, არ მჯერა. ეჭვი მეპარებიდა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებიც კი არ მიმიწვევდნენ და უეცრად ეროვნულ გუნდში დამიძახეს.
სწაფად უნდა ჩავალაგო ნივთები და აეროპორტში გავიქცე. მეშინია ეს სიზმარი არ გამოდგეს" - თქვა საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტმა ჟან-მარსელინ ბუტინმა.
საფრანგეთის ნაკრები
შერკინება: დავიდ ატუბი, ვენსან დებატი, ნიკოლა მასი, ჟან ბატისტ პუ, ვილიამ სერვა, დიმირი სჟარჟევსკი, იოან მაესტრი, პასკალ პაპე, ჟულიენ პიერი, ჟულიენ ბონერი, ტიერი დუსოტუარი, იმანოლ არინორდოკი, ფულენსე უოდრაოგო, ლუი პიკამოლი.
უკანა ხაზი: მორგან პარა, დიმიტრი იაშვილი, ლიონელ ბუქსი, ფრანსუა ტრინ დუკი, ჟან ბუტინი, ვესლი ფოფანა, ფლირინ ფრიცი, ალექსის პალისონი, კლემან პუატრენო, ორელიან რუჟერი.
ექვსი ერი
V ტური
იტალია-შოტლანდია, უელსი-საფრანგეთი, ინგლისი-ირლანდია.
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 8 ქულა, 2. ინგლისი - 6, 3. ირლანდია - 5, 4. საფრანგეთი - 5, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"