რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევ ტურნირში "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტია, სამივე შეხვედრა მოიგო და პირველობა არავის დაუთმო.
"მუხის ფოთლებმა" ბოლო შეხვედრაში უშუალო კონკურენტი იტალიის A ნაკრები დაამარცხა 17:13. აღსანიშნავია, რომ სამივე შეხვედრაში რუმინელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა შერკინების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა.
საქართველოს ნაკრების სხვა მეტოქეთაგან ძალიან ცუდად იასპარეზა პორტუგალიელთა ეროვნულმა გუნდმა, რომელმაც სამიდან სამივე მატჩი წააგო და ბოლო ადგილზე გავიდა.
სამი მატჩიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვა რუსეთის ეროვნულმა გუნდმა და ბოლოსწინა ადგილს დასჯერდა. მესამე ტურში ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა არგენტინის A ნაკრებთან 9:33 წააგეს. შეგახსენებთ, რომ რუსთა რიგებში ეროვნებით ორი ქართველი, ვალერი ცნობილაძე და პავლე კვერნაძე თამაშობს.
სატურნირო მდგომარეობა
1. რუმინეთი - 12 ქულა, 2. არგენტინა A - 10, 3. იტალია A - 10, 4. ურუგვაი - 6, 5. რუსეთი - 4, 6. პორტუგალია - 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"