"ჯვაროსნები" ლიდერების, დენ კარტერისა და რიჩი მაქოას მეთაურობით, უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, მთელის სეზონის განმავლობაში შესანიშნავად მოასპარეზე მასპინძელთა გუნდთან ვერას გახდნენ.
პირველ ტაიმში სათამაშო უპირატესობა ჰემილთონელების მხრაეს იყო და ანგარიშში სხვაობა 33-ე წუთისთვის 11 ქულამდე მიაღწია. "ჩიფსი" ამ დროისთვის 17:6 იგებდა. ანგარიში "ჩიფსმა" მგეზავის აარონ კრადენის საჯარიმოთი მე-3 წუთზე გახსნა. რაზეც კარტერმა საჯარიმოთივე 11 წუთში უპასუხა - 3:3.
შესვენების შემდეგ "კრუსეიდერზი" უფრო მობილურად ამოქმედდა და 44-ე წუთზე კარტერმა ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა - 14:17. "ჩიფსი" გამუდმებით ცდილობდა მეტოქის დაცვის ხაზში ხარვეზის მოძებნას, თუმცა მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მეტოქეს სტუმრებს შეცდომა მხოლოდ ერთხელ დააშვებინა. 49-ე წუთზე კრადენმა ისიც გამოიყენა და საჯარიმოთი ექვსქულიანი სხვაობა აღადგინა.
ამას ცხადია კარტერსი პასუხი მოჰყვა. მას საკმაოდ არახელსაყრელი პოზიციიდან კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და სხვაობა ისევ სამ ქულამდე დაიყვანა - 17:20. თამაშის დასრულებამდე 18 წუთი რჩებოდა. ცხადია, ეს დროს სრულუად საკმარისია ასეთი მცერექულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა. კარტერმა 75-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუშვა ხელიდან. მან კარის პირდაპირ 47 მერტიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. მატჩის ბოლო ორ წუთში მოწყობილი იერიში კი ჰემილთონელებმა თავდადებული თამაშის წყალობით მოიგერიეს.
"ჩიფსის" მომავალი მეტოქე ზე რაგბის ფინალში დღეს გაირკვევა. კეიპთაუნში სამხრეთ აფრიკულ დერბიში "სტორმერზი" დურბანის "ნატალ შარქსს" უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში "სტორმერზი" ფინალში ისევ შინ ითამაშებენ. თუ დურბანელები მოიგებენ, ზე რაგბის გადამწყვეტი მატჩი ჰემილთონში გაიმართება.
ჩიფსი-კრუსეიდერზი 20:17
ჩიფსი: 15. რობი რობინსონი, 14. ტიმ ნანაი-ვილიამსი, 13. ენდრიუ ჰორვილი, 12. სონი ბილ ვილიამსი, 11. აზაელი ტიკიოროტუმა, 10. აარონ კრადენი, 9. ტავერა კერ-ბარლოუ. 1. სონა ტამულალო, 2. მაონორი შვაიგერი, 3. ბენ ტამეიფუნა, 4. კრეიგ კლარკი, 5. ბროდი რეტალეკი, 6. ლიამ მესამი, 7. ტენერაუ ლატიმერი, 8. კენი თომსონი.
16. ჰიკა ელიოტი, 17. ბენ აფეაკი, 18. მაიკლ ფიცჯერალდი, 19. სემ კენი, 20. ბრენდონ ლეონარდი, 21. ჯექსონ ვილსონი, 22. ლელია მასაგა.
2ლ: ტაუმალოლო. მესამი. 2გ,2ს: კრადენი
კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ადამ ვაითლოქი, 13. რობი ფრუეანი, 12. რაიან კროტი, 11. ზაკ გილფორდი, 10. დენ კარტერი, 9. ენდი ელისი. 1. ვაით კროკეტი, 2. კორი ფლინი, 3. ბენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სამუელ ვაითლოქი, 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდი, 8. რიჩი მაქოა.
16. ქვენტინ მაკდონალდი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ტომ დონელი, 19. ლუკ ვაითლოქი, 20. ვილი ჰეინცი, 21. ტომ ტეილორი, 22. შონ მეთლენდი.
ლ: კროტი. 4ს: კარტერი
სტორმერზი-ნატალ შარქსი
სტორმერზი: 15. ჯო პიტერსენი, 14. ხიო ეპლონი, 13. იუან დე იონგი, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. პიტერ გრანტი, 9. დიუვალ დუვენაგე. 1. სტივენ კიტშოფი, 2. ტიან ლიბენბერხი, 3. ბრუკ ჰარისი, 4. ევან ეცებესი, 5. აბდიას ბეკერი, 6. სიია კოლისი, 7. რაინარდ ელსტადი, 8. დეონ ფური.
16. ფრანს მალერბი, 17. დეონ კარსტენსი, 18. დე კოკ სრენკამპი, 20. ლუის შროიდერი, 21. ბარტონ ფრაენსისი, 22. ხერარდ ფან დერ ჰევერი.
ნატალ შარქსი: 15. ლუის ლუდეკი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ტიმ ვაითჰედი, 12. მეიერ ბოსმანი, 11. ლუაზი მვოვო, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. კარლ მაკლოიდი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დუ პლესი, 3. იანი დუ პლესი, 4. ვილემ ალბერტსი, 5. ენტონი ბრესლერი, 6. კიგან დენიელი, 7. მარსელ კუცია, 8. რაიან კანკოვსკი.
16. კრეიგ ბარდენი, 17. ვიჰან ჰერბეტსი, 18. სტივენ სკისი, 19. იან დეიზელი, 20. ჟაკ ბოთა, 21. ოდოვა ნდუნგანე, 22. რაიან ვილჯოენი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"