"ლობუშებმა", ერთა თასისთვის მზადების ეგიდით, ლისაბონში საწვრთნელი შეხვედრა ინგლისის სტუდენტურ ნაკრებთან გამართეს და 20:25 დამარცხდნენ.
პორტუგალიელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: 15. ნუნო კოსტა, 14. ადერიტო ეშტევეში, 13. ფედერიკო ოლივეირა, 12. ფრანსიშკუ აპელტონი, 11. გონსალო ფორო, 10. მანუელ კოსტა, 9. მანუელ რაპოსო. 1. უგო ვალენტე, 2. ჟოაო კორეია, 3. ჟორჟე სეგურადო, 4. ალფონსო სოუზა, 5. ფერნანდო ალმეიდა, 6. კევინ და კოსტა, 7. ვასკუ უვა, 8.
ლუზიტანელები მომავალ უქმეებზე შინ რუმინეთის ნაკრებს მიიღებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ "ლობუშებმა" ბოლო ორი საწვრთნელი შეხვედრა წააგეს (ერთი კვირის წინ, ისინი ვერას გახდნენ ფრანგ სტუდენტებთან მატჩშიც), ნაკრების ახალზელანდიელ თავკაც ეროლ ბრაიანს, წესით, ბევრი საფიქრალი უნდა ჰქონდეს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინგლისელებთან დაპირისპირებაში მასპინძლებს რამდენიმე ლეგიონერი აკლდათ.
გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ისეთი ნატურალიზებული მოთამაშე მოხვდა, რომლებსაც პორტუგალიის ნაკრებში აქამდე არასდროს უთამაშიათ. ესენი არიან: შერკინების ბურჯი ტონი მარტინსი, კვაჭი ლიონელ კამპერო და ცხრა ნომერი მანუელ რაპოსო.
ამათ გარდა, "ლობუშების" რიგებში რვა ლეგიონერია, რომლებიც ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ. მათ პორტუგალიის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში გაეცნობით:
პირველი ხაზი: ფრანსიშკუ ფენანდესი (ბეზიე), ჟორჟე სეგურადო, ჟოაო კორეია (ორივე-დირეიტო), ჟუან მურე (დიჟონი), მაიკ ტაჯერი (მასი). ტონი მარტინსი (პერიგო), ლიონელ კამპერო (კოლომიე).
მეორე ხაზი: გონსალო უვა (ნარბონი), დავიდ დოს რიოსი (შატორენარი), ჟუან სევერინო (შამბერი)
მესამე ხაზი: ვაშკუ უვა (დირეიტო), ჟულიენ ბარდი (კლერმონი), ტიაგო გირაო (კდული), ჟუან სევერინო (შამბერი), ჟაკ ლე რუ (ქოვენთრი), ლორან ბალანჟე (სენ ჟან დე ლუზი).
#9: ფრანსიშკუ მაგალიაეში (კდული), მანუელ რაპოსო (დირეიტო).
#10: პედრო ლეალი (დირეიტო).
#12-13: ალექსანდრე ბაროში (როდეზი), ჟოზე ლიმა (ნარბონი), პედრო სილვა (ბელენენსეში).
#11-14: გონსალო ფორო (კდული), ანტონიო აგილარი, ადერიტო ესტევეში (ორივე-დირეიტო), ვილფრედ როდრიგესი (მასი).
#15: ნუნო კოსტა (კდული).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"