"პომები" პირველობისთვის, "სკოტები" ღირსებისთვის

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურის ცენტრალური მატჩი დუბლინში, ირლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის გაიმართება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა პირველობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება.
ირლანდიელებმა პირველ ტურში შესანიშნავად იასპარეზეს სტუმრად, კარდიფში უელსის ეროვნულ გუნდთან.

ასეთი მაღალი ხარისხის თამაში "სამყურებმა" ბოლოს 2009 წელს აჩვენეს, როცა ექვსი ერის გათამაშებაში "დიდი სლემი" შეასრულეს.

ირლანდიის ნაკრები უელსელებთან მატჩში პირველ ტაიმში 30:3 დაწინაურდა, თუმცა მერე ვითარება მოედანზე რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ გამარჯვების მიღწევა მაინც შეძლო.

ეს ფაქტი "სამყურების" თავკაცს დეკლან კიდნის საგანგაშოდ მიაჩნია, მით უფრო, რომ
მომავალი მეტოქე ბევრად მრისხანე და ძლიერი ინგლისის ნაკრებია.

"პომებმა" პირველ ტურში დამაჯერებლად სძლიეს შოტლანდიის ეროვნულ გუნდს, თუმცა ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი მაინც უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ მის გუნდს უფრო დიდი სხვაობით უნდა მოეგო.

ინგლისელთა რიგებში დაბრუნდა ტრავმამოშუშებული შუამარბი მანუ ტუილაგი, რომელიც ლანკასტერმა სათადარიგოთა შორის გაამწესა. მის პოზიციაზე ისევ ბილი თველვეტრისი ითამაშებს, რომელმაც პირველ მატჩში შესანიშნავად იასპარეზა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ფაქტობრივად, "ხის კოვზის" მფლობელის ვინაობა გაირკვევა ედინბურგში, სადაც შოტლანდიის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"სკუადრა აძურამ" პირველ ტურში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა შინ ტურნირის ფავორიტთან, საფრანგეთის ნაკრებთან და შოტლანდიაში ამაღლებული განწყობით ჩავიდა. ცხადია, იტალიელებს იმედი აქვთ, რომ ისტორიაში პირველად, "ნარშავებს" სტუმრადაც დაამარცხებენ.

"სკოტები", ფაქტობრივად, დილემის წინაშე დგანან. იტალიელებთან მარცხი შოტლანდიურ რაგბიში აწეწილ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამძაფრებს.

ცხადია, ეს კარგად ესმის გუნდის თითოეულ მორაგბეს და მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ, უწინარესად, ღირსების შესანარჩუნებლად.

ირლანდია-ინგლისი
ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. კრეიგ გილორი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. საიმონ ზებო, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. მაიკ მაკკარტი, 5. დონჩა რაიანი, 6. პიტერ ომაჰონი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 17. დეივ კილკოინი, 18. დეკლან ფიცფატრიკი, 19, დონჩა ოკალაჰანი, 20. კრის ჰენრი, 21. ევან რედანი, 22. რონან ოგარა, 23. ქის ირლზი.
ინგლისი: 15. ალექს გუდი, 14. კრის ეშტონი, 13. ბრედ ბარიტი, 12. ბილი თველვეტრისი, 11. მაიკ ბრაუნი, 10. ოუენ ფარელი, 9. ბენ იანგზი. 1. ჯო მარლერი, 2. ტომ იანგზი, 3. დენ კოლი, 4. ჯო ლანჩბერი, 5. ჰეფ პერლინგი, 6. ჯეიმზ ჰესკელი, 7. კრის რობშო, 8. ტომ ვუდი.
16. დილან ჰართლი, 17. დევიდ ვილსონი, 18. მაკო ვუნიპოლა, 19. კორტნი ლოუ, 20. ტომას ვალდრომი, 21. დენ კერი, 22. ტობი ფლუდი, 23. მანუ ტუილაგი.

შოტლანდია-იტალია
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. შონ ლამონტი, 12. მეთ სკოტი, 11. ტიმ ვიზერი, 10. რუარიდ ჯექსონი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. რაიან გრანტი, 2. როს ფორდი, 3. ევან მურეი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯიმი ჰამილტონი, 6. რობ ჰერლი, 7. კელი ბრაუნი, 8. ჯონი ბითი.
16. პატ მაკარტური, 17. მურეი ლოუ, 18. ჯეფ კროსი, 19. ალისტერ კელოკი, 20. დევიდ დენტონი, 21. ჰენრი პირგოსი, 22. დანკანი ვეირი, 23. მაქს ევანსი.
იტალია: 15. ანდრეა მასი, 14. ჯოვანიბატისტა ვენდიტი, 13. ტომაზო ბენვენუტი, 12. გონსალო კანალე, 11. ლუკ მაკლინი, 10. ლუჩიანო ორკუერა, 9. ტობიას ბოტესი. 1. ანდრეა ლო ჩიჩერო, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. მარტინ კასტროჯოვანი, 4. ქვენტინ გელდენჰაუზი, 5. ფრანჩესკო მინტო, 6. ალესანდრო ძანი, 7. სიმონე ფავარო, 8. სერჯო პარისე.
16. დევიდ გიაზონი, 17. ალბერტო დე მარკი, 18. ლორენცო ჩიტადინი, 19. ანტონიო პავანელო, 20. პაულ დერბიშირი, 21. ედუარდო გორი, 22. კრისტოფერ ბარტონი, 23. გონსალო გარსია.

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 2 ქულა, 2. ირლანდია - 2, 3. იტალია - 2, 4. საფრანგეთი - 0, 5. უელსი - 0, 6. შოტლანდია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული