ექვსი ერის გათამაშებას ახალი თასი აქვს

AutoSharing Option
აქამდე არსებული თასი, რომელიც საჯაროდ 1993 წელს იყო წარდგენილი, ხუთკუთხა იყო, რადგან 2000 წლამდე ამ შეჯიბრებაში ხუთი ერი: ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია და საფრანგეთი თამაშობდა.

იტალიის დამატების შემდეგ ტურნირს სახელი გამოეცვალა, თასი კი იგივე დარჩა. ეს ხარვეზი მხოლოდ ახლაღა გამოსწორდა.

ახალი ექვსკუთხა თასი ვერცხლისგანაა დამზადებული და მისი ავტორი ტომას ლაიტია.

''ახალი თასი ჩვენი ტურნირის შესანიშნავი შენაძენია. მოუთმენლად ველით ექვსი ერის დაწყებამდე დარჩენილ ბოლო უქმეებს, როდესაც მას გუნდების კაპიტნებთან ერთად წარვადგენთ'' - თქვა ექვსი ერის გათამაშების ორგანიზატორის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიჰანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირს საფუძველი 1883 წელს ჩაეყარა და მასში ოთხი ერი იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრებას 1909 წელს საფრანგეთი დაემატა და ტურნირს ხუთი ერი ეწოდა. როგორც უკვე ვთქვით, იტალია ევროპის მოწინავე ხუთეულს 2000 წელს შეუერთდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული