ენდრიუს ვუდვორდი შეცვლის?

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ჯონ სტილმა სტრუქტურული ცვლილებები წამოიწყო, რასაც, ცხადია, საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა.

სტილი რაგბის კავშირის ახალი სტრუქტურის პროექტზე, რომელიც აღმასკომმა ახლახან დაამტკიცა, ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. ამიერიდან ინგლისის რაგბის კავშირში ერთი კომიტეტი იფუნქციონირებს, რომელსაც მუშაობის სხვადასხვა მიმართულებები ექნება. ყველა მიმართულებას აღმასრულებელი დირექტორი ეყოლება.

წინასწარი ინფრომაციით, ცვლილება, უწინარესად, ლეგენდარულ ინგლისელ მორაგბეს, რობ ენდრიუს შეეხება, რომელიც 2006 წლიდან ელიტური რაგბის დირექტორია. ეს თანამდებობა აღარ იარსებებს. ინგლისის ნაკრების თავკაცი მარტინ ჯონსონი "პომების" ახალი დირექტორის ვინაობას რამდენიმე დღეში გააცხადებს.

ამ თანამდებობაზე, სავარაუდოდ,
ყველაზე რეალური კანდიდატი სერ კლაივ ვუდვორდია, რომელმაც 2003 წელს ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს თასი მოაგებინა. ვუდვორდი ამჟამად დიდი ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული