ბარტონი სკუადრა აძურას დაუბრუნდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა გუნდის 24-კაციანი სია გააცხადა. მათგან მალეტი იმ 22 მორაგბეს შეარჩევს, ვინც ექვსი ერის გათამაშებაში, რომში 5 თებერვალს ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"სკუადრა აძურას" თავკაცმა გუნდში იხმო ახალი მგეზავი, წარმოშობით ავსტრალიელი კრისტოფ ბარტონი, რომელიც ბენეტონის შემადგენლობაში შესანიშნავად თამაშობს "კელტთა ლიგის" გათამაშებაში.

ტრავმების გამო გუნდს დააკლდებიან მაურო ბერგამასკო და ყოფილი რაგბილიგელი, ასევე წარმოშობით ავსტრალიელი კრეიგ გოვერი. რიკარდო ბოჩინო და ლორენცო ჩიტადინი მალეტმა იტალიის A ნაკრებს დაუთმო.

"ნოემბრის ტესტებმა გვიჩვენა, რომ იტალიის ნაკრებს ამ შემადგენობით ნებისმიერი მიზნის
მიღწევისთვის ბრძოლა შეუძლია", - თქვა ნიკ მალეტმა.

იტალიის ნაკრები
შერკინება: რობერტ ბარბიერი, მარტინ კასტროჯოვანი, კარლო დელ ფავა, სანტიაგო დელაპე, პაულ დერბიშირი, ქვენტინ გელდენჰაუზი, ლეონარდო ჯილარდინი, ანდრეა ლო ჩიჩერო, ფაბიო ონგარო, სერჯო პარისე, სალვატორე პერუჯინი, იგნასიო როიეტი, ალესანდრო ძანი.
უკანა ხაზი: ტომაზო ბენვენუტი, მირკო ბერგამასკო, კრისტოფ ბარტონი, გონსალო კანალე, პაბლო კანავოზიო, გონსალო გარსია, ედუარდო გორი, ანდრეა მასი, ლუკ მაკლინი, ლუჩანო ორკუერა, ალბარტო სგარბი.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული