ბრუნელმა, რომელიც 2001-2007 წლებში საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბერნარ ლაპორტის თანაშემწე იყო, კატალონიურ "პერპინიანს" 2009 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. შარშან კი ფინალში გაიყვანა და დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" დამარცხდა.
ბრუნელმა უკვე გამოუცხადა კლუბის ხელმძღვანელებს და მოთამაშეებს თავისი განზრახვის თაობაზე.
"ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, მაგრამ ასეთ ცდუნებაზე უარის თქმა ძალიან ძნელია. ყოველთვის ვოცნებობდი ეროვნული ნაკრების მწვრთნელად მემუშავა. "ლე ბლეში" მხოლოდ თანაშემწე ვიყავი. ახლა შესანიშნავი
ფრანგული მედია "პერპინიანში" მის შემცვლელად "ბიარიცისა" და "სტად ფრანსეს" ყოფილ თავკაცს, ჟაკ დელმას ასახელებს.
.