ტესტები მთელ იტალიაში

AutoSharing Option
იტალიის რაგბის ფედერაცია არჩეულ პოლიტიკას განაგრძობს, ეროვნული ნაკრები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ასპარეზობს, რაც რაგბის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იტალიის ნაკრები ნოემბრის ტესტებისას სამ მატჩს გამართავს. პირველ შეხვედრაში "სკუადრა აძურა" 13 ნოემბერს ვერონაში არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზე კი ფლორენციაში, "არტემიო ფრანკიზე" ავსტრალიას მიიღებს. 27 ნოემბერს კი მოდენაში ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან იტალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩს მილანის "სან სიროზე" 80 ათასი ქომაგი დაესწრო. უდინეში კი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება 30 ათასმა მაყურებელმა ნახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული