ფრანგებმა, რომლებმაც ახალი მწვრთნელის, ლეგენდარული გი ნოვესის ხელმძღვანელობით პირველად ითამაშეს, პირველ ტურში დიდი გაჭირვებით შეძლეს იტალიის ნაკრების დამარცხება, რომელიც ბოლო წლებში "ლე ბლოსთვის" უხერხულ მეტოქედ გადაიქცა.
გი ნოვესს ძალიან დიდი მღწევები ჰქონდა საკლუბო ასპარეზზე. შეძლებს თუ არა ის გაფერმკრთალებული ფრანგთა გუნდის აღზევებას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ერთი კია, მას წინამორბედებმა პრობლემები თავსაყრელად დაუტოვეს და დიდი ძალისხმევა დასჭირდება მათ აღმოსაფხვრელად.
ირლანდიის
ფულბეკ ტედ ტომასს უგო ბონევალი შეცვლის, შუამარბ გაელ ფიკუს ნაცვლად კი მაქსიმ მერმოსი ითამაშებს. კვლავ არ არის შემადგენლობაში "ტულონის" შუამარბი მატიო ბასტარო. ორი ცვლილებაა პირველ ხაზში. რაბა სლიმანის და ედ ბენ არუსის ადგილს, შესაბამისად, ჯეფერსონ პუარო და უინი ატონიო დაიკავებენ. კაპიტანი ისევ შერკინების კვაჭი გილემ გირადო იქნება.
ცვლილებებია ირლანდიელთა საბრძოლო რაზმშიც, რომელმაც გასულ უქმეებზე შინ ვერ შეძლო უელისის ნაკრების დამარცხება. შეხვედრა ფრედ 16:16 დასრულდა.
საფრანგეთი-ირლანდია
საფრანგეთი: 15. მაქსიმ მედარი, 14. ტედი ტომასი, 13. მაქსიმ მერმოსი, 12. ჯონათან დენტი, 12. ვირიმი ვაკატავა, 10. ჟიულ პლისონი, 9. სებასტიან ბესი. 1. ჯეფერსონ პუარო, 2. გილემ გირადო, 3. უინი ატონიო, 4. ალექსანდრ ფლანკარი, 5. იოან მაესტრი, 6. ვენსელეს ლორე, 7. იაკუბა კამარა, 8. დამიენ შული.
16. კამილ შატი, 17. რაბა სლიმანი, 18. ედ ბენ არუსი, 19. პოლ ჟედრასიაკი, 20. ლოან გუჟონი, 21. მაქსიმ მაშენო, 22. ჟან-მარკ დიუსა, 23. უგო ბონევალი
ირლანდია: 15. რობ კირნი, 14. ანდრიუ ტრიმბლი, 13. ჯარედ პეინი, 12. რობი ჰენშო, 11. დეივ კირნი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. ჯეკ მაკგრატი, 2. რორი ბესტი, 3. ნათან ვაითი, 4. მაიკ მაკკარტი, 5. დევინ ტონერი, 6. სი ჯეი სტანდერი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. რჩარდ სტრაუსი, 17. ჯეიმს კრონინი, 18. ტაგ ფერლონგი, 19. დონჩა რაიანი, 20. ტომი ოდონელი, 21. ივინ რედანი, 22. იან მადიგანი, 23. ფერგუს მაკფადენი.
* * *
ცხადია, არანაკლებ ინტერესს იწვევს უელსისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებაც კარდიფის "მილენიუმზე", სადაც ფავორიტად, გასაკვირი არაა, რომ მასპინძლები მიიჩნევიან. ეს მატჩი 13 თებერვალს შედგება.* * *
14 თებერვალს, პირველ შეხვედრას გამართავს შინ იტალიის ნაკრები, რომელმაც, როგორც უკვე ვთქვით, მედგარი ბრძოლა გაუმართა სტუმრად ფრანგებს. ამჯერად, "სკუადრა აძურა" ეცდება ინგლისის ნაკრებს გაუმკლავდეს, რომელსაც ასევე ახალი, საკმაოდ ძლიერი სპეციალისტი ედი ჯონსი თავკაცობს. სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 1 1 0 0 +6 2
2. საფრანგეთი 1 1 0 0 +2 2
3. უელსი 1 0 1 0 0 1
4. ირლანდია 1 0 1 0 0 1
5. იტალია 1 0 0 1 -2 0
6. შოტლანდია 1 0 0 1 -6 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"