"წითელი ურჩხულები" ინგლისის წინააღმდეგ შემადგენლობას არ ცვლიან

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების მე-4 ტურში, ლონდონში, "თვიქნემზე" წლევანდელი ტურნირის ყველაზე პრინციპული მატჩი გაიმართება. ინგლისის ნაკრები უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ორივე ჯერაც დაუმარცხებელია და პირველობისთვის იბრძვის.

უელსის ნაკრების თავკაცმა, ახალზელანდიელმა უორენ გეთლენდმა უკვე დაასახელა საბრძოლო რაზმი, რომლის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები არ არის. "წითელი ურჩხულების" თავკაცმა მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე შეცვალა სამი კაცი. ესენია: პოლ ჯეიმზი, ლუკ ჩარტერისი და რის ვები.

"შაბათს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ საკმარისად გამოცდილ გუნდს გავიყვანთ. ცვლილებები ძირითად შემადგენლობაში არ გვაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ საფრანგეთის წინააღმდეგ შესანიშნავად ვითამაშეთ.
ამასთან ერთად,
ძალიან კარგი მოთამაშეები გვყავს სათადარიგოთა შორისაც, რომლებსაც გუნდის თამაშის გაძლიერება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

ერთი სიტყვით, ჩვენი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. უკანა ხაზში გამოცდილებისა და ახალგაზრდობის ნაზავი თითქმის იდეალურია", - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.

უელსი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ დევისი. 1. რობ ევანსი, 2. სკოტ ბოლდუინი, 3. სამსონ ლი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალუნ ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.
16. კენ ოუენსი, 17. პაულ ჯეიმზი, 18. ტომას ფრენსისი, 19. ლუკ ჩარტერისი, 20. ჯასტინ ტიპურიკი, 21. რის ვები, 22. რის პრესტლენდი, 23. გარეთ ანსკომბი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული