"სამყურებს" ჰისლიპი დაუბრუნდა

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურში "ავივა სთედიუმზე" შარშანდელ გამარჯვებულს, საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "სამყურების" შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა, გუნდს დაუბრუნდა დეკემბერში დაშავებული ჯიმი ჰისლიპი. მან იტალიასთან მატჩშიც ვერ ითამაშა.

სათადარიგოთა შორის გადანაცვლა დენის ლამმა. ირლანდიელთა ბანაკში ეს ერთადერთი ცვლილებაა. კვლავ თადარიგში იქნება რონან ოგარა, რომელმაც ირლანდიელებს "სკუადრა აძურასთან" თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე გატანილი არეკნით მოაგებინა. გუნდს ისევ ჯონათან სექსტონი დაგეზავს.

იტალიელებთან შეხვედრისას ცუდად გამოიყურებოდა ცხრა ნომერი ტომას ოლირი, თუმცა ნაკრების თავკაცმა, დეკლან კიდნიმ მას კიდევ ერთი შანსი მისცა.
"სამყურები" რომში მარცხს სასწაულებრივად გადაურჩნენ და "ლე ბლესთან", რომელმაც შინ შოტლანდიის ეროვნული გუნდი 34:21 დაამარცხა, ყურადღებითა და მეტი მონდომებით უნდა გაისარჯონ.

ირლანდიის ნაკრები: 15. ლუკ ფიცჯერალდი, 14. ფერგიუს მაკფოდენი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. კეიტ ირლზი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. ტომას ოლირი. 1. კიან ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პაულ ოკონელი, 6. შონ ობრაიანი, 7. დევიდ ვოლესი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 17. ტომ კურტი, 18. ლეო კალენი, 19. დენის ლამი, 20. ეოინ რედანი, 21. რონან ოგარა, 22. პედი ვოლესი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული