ლონდონის შვიდკაცაზე, პარალელურად, მომავალი სეზონის შესარჩევი ტურნირიც გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.
ჩვენმა მეშვიდკაცეებმა ბოლო შესარჩევ ეტაპზე თამაშის უფლება ჰონგ-კონგის შვიდკაცა რაგბის ტურნირზე მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს სერიაში ადგილის დასამკვიდრებლად მინიმუმ სამეულში უნდა გააღწიოს.
ამ სამი საგზურისთვის ლონდონში, ჩვენი გუნდის გარდა, კიდევ შვიდი ნაკრები იბრძოლებს. ესენია: შოტლანდია, ჰონგ-კონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, ესპანეთი, ტონგა და რუსეთი.
რვა გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული. "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" A ჯგუფში შოტლანდიის, ჰონგ-კონგისა და ზიმბაბვეს ნაკრებებთან გაარკვევენ
ჰონგ-კონგის შვიდკაცა ტურნირისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრები ლეგიონერების გარეშე იასპარეზებს. მიუხედავად ამისა, გუნდში ბევრია საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე: ლაშა ხმალაძე, ირაკლი გეგენავა (ორივე-ლელო), მერაბ შარიქაძე (აკადემია), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი) და გიორგი ფრუიძე (აია).
საქართველოს ნაკრები
ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, თორნიკე ცერცვაძე (სამივე-ლელო), ალეკო ხუციშვილი (არმაზი), მერაბ შარიქაძე (აკადემია), ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე, ბახვა კობახიძე (სამივე-არმია), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი, გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე (სამივე-აია).
A ჯგუფი: საქართველო, შოტლანდია, ჰონგ-კონგი, ზიმბაბვე.
B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, ტონგა, რუსეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"