"სტეჟარი" საბრძოლველად მზადაა

AutoSharing Option
მსოფლიოს თასზე საასპარეზო შემადგენლობა გამოაცხადა, "ბორჯღალოსანთა" კიდევ ერთი მეტოქის, რუმინეთის ეროვნული ნაკრების ფრანგმა თავკაცმა, რობერ ანტონენმა.

"სტეჟარიმ" ამ დღეებში ევროპის ერთა თასზე უკრაინის ნაკრებთან გამოტოვებული მატჩი გამართა და ექვსი ლელო გაიტანა. რუმინეთის ნაკრებში, რომელიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეა. მათ შორის ყველაზე მაღალი დონის და შესაბამისად ყველაზე საშიშნი, შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ და მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა არიან.

საკმაოდ სერიოზულ ძალაა "მუხის ფოთლებისთვის" მეორეხაზელი კრისტიან პეტრე და ფულბეკი იულიან დუმიტრაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუმინელებს საგრძნობლად დაეტყობათ მესამეხაზელის,
ალექსანდრუ მანტასა და მეორეხაზელის სორინ სოკოლის არყოფნა. მანტამ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, სოკოლს კი კონფლიქტი აქვს ნაკრების მწვრთნელ რომეო გონტინიაკთან.

რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს პალმერსტონში გაიმართება.

რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ნიკოლაე ნერე, მიჰაიტა ლაზარი, სილვიუ ფლორეა, დრაგოშ დიმა, პაულიკა იონი, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრე რადოი, ვალენტინ ურსაკე, კრისტიან პეტრე, ვალენტინ პოპირლანი, კოსმინ რატიუ, ოვიდიუ ტონიცა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ კარპო, დანიელ იანუსი, სტელიან ბურეა.

უკანა ხაზი: ლუჩან სირბუ, ვალენტინ კალაფეტეანუ, დანიც დუმბრავა, იონუც დიმოფტე, ჩაბა გალი, კონსტანტინ გეარა, იონელ კაზანი, კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ, ფლორინ ვლაიკუ, იულიან დუმიტრაში, კატალინ ნიკოლაე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული