ლივერმონი წავა, სენტ-ანდრე მოვა?

AutoSharing Option
საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა კომუნიკე, რომლის მიხედვითაც ელიტურ, პირველი დივიზიონში მოასპარეზე დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მთავარი მწვრთნელი ფილიპ სენტ-ანდრე, შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების თავკაცად დაინიშნოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ლე ბლეს" მიერ ახალ ზელანდიაში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, მარკ ლივერმონს და მის გუნდს ნაკრებიდან წასვლა მოუწევს. ფრანგულ სპორტულ მედიაში მუსირებს ვერსია, რომ ლივერმონი წლევანდელ ექვსი ერის გათამაშებაში გუნდის ცუდ ასპარეზობას ეწირება. ფრანგული რაგბის მამები მას განსკუთრებით იტალიის ნაკრებთან მარცხს ვერ პატიობენ.

სანამ საფრანგეთის რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელების არჩევანი სენტ-ანდრეზე შეჩერდებოდა, იგივე წინადადებით მათ ფრანგული
გრანდის, "ტულუზის" მწვრთნელ გი ნოვეს მიმართეს, თუმცა თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა ნაკრებში მუშაობაზე უარი განაცხადა.

ასევე უარით გაისტუმრა შუამავლები ფრანგული რაგბის ლეგენდამ, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ, რომელმაც ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის გუნდი საფრანგეთის ჩემპიოანტის ფინალში გაიყვანა.

ერთი სიტყვით, არჩევანი სენტ-ანდრეზე კი შეჩერდა, მაგრამ ფედერაციას "ყელში" ისევ "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი გაეჩხირა.

"წარმოუდგენელი რამეა, ჩემი გუნდის მწვრთნელს ეროვნული ნაკრების თავკაცობას სთავაზობენ, მე კი, ამის შესახებ, მხოლოდ გაზეთებიდან ვიღებ ინფორმაციას. ფედერაციას ამაზე დროულად უნდა ეზრუნა. შაბათს ჩემპიონატის პირველი ტურია. სენტ-ანდრეს კლუბთან კონტრაქტი აქვს, რომ გავანთავისუფლო კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან, მაგისი დონის სპეციალისტი ახლა სად ვიპოვო?" - თქვა მან.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფილიპ სენტ-ანდრეს საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუცია ფედრაციისთვის. მან ერთი კვირა ითხოვა მოსაფიქრებლად და ბურჯელალთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.

შეგახსნებთს, რომ მსგავსი შემთხვევა უნიკალური არ არის. მაგალითად, იტალიის ნაკრების სამხრეთაფრიკელმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა დიდი ხანია იცის, რომ თანამდებობა მსოფლიოს თასის დასრულებისთანავე უნდა დატოვოს. მისი შემცვლელი კი ფრანგული "პერპინიანის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟაკ ბრუნელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული