"პომებმა" ბოლო ვარჯიში გამართეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი მეტოქის, ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა.

"პომების" თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ დღესდღეობით ტრავმირებული მორაგბეები პირველი მატჩისთვის, რომელიც 10 სექტემბერს არგენტინის ნაკრებთან გაიმართება, გამოჯანმრთელებას მოასწრებენ და საშუალება მიეცემა საბრძოლველად ოპტიმალური შემადგენლობა გაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებულები არიან ინგლისის ნაკრების წამყვანი მოთამაშეები, ბენ იანგზი, ნიკ ისთერი, ტომ ვუდი და გუნდის კაპიტანი ლუის მუდი. გასულ უქმეებზე ზურგი იტკინა მარკ კუეტომ და ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.

"ტომ ვუდი, ნიკ ისთერი და მარკ
კუეტო მწყობრში, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის ჩადგებიან. ხოლო დანარჩენები, იმედი მქავს, პირველი მატჩისთვის სრულად მოასწრებენ გამოჯანმრთელებას. სამწუხაროდ, ეს რაგბის თანამდევი პროცესია. მსოფლიოს თასზე საკმაოდ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლები გველის, შესაბამისად ტრავმებისაგნ დაზღვეული არავინაა.

ირლანდიის ნაკრებთან რამდენიმე მორაგბემ თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა. კორტნი ლავი ექვს ნომერზე დავაყენეთ, ტომ კროფტი შვიდი ნომერი იყო, ჯეიმზ ჰესკელმა კი რვა ნომრის პოზიცია აითვისა. იმედი მაქვს მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ახალ ზელანდიაში არ მოგვიწევს. თუმცა ჩვენ გუნდშიც საკმარისად არიან ისეთი მორაგბეები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში სხვა ფუნქციების შესრულებაც შეუძლიათ." - თქვა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ეროვნული ნაკრები "ბორჯღალოსნებს" დანიდინში 18 სექტემბერს დაუპირისპირდება.

ინგლისის ნაკრები

შერკინება: დენ კოლი, ალექს კორბიშერო, ენდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, დევიდ ვილსონი, დილან ჰართლი, ლი მაერასი, სტივ თომსონი, ლუის დიკონი, კორტნი ლოუ, ტომ პალმერი, საიმონ შოუ, ტომ კროფტი, ნიკ ისტერი, ჯეომზ ჰესკელი, ლუის მუდი, ტომ ვუდი.
უკანა ხაზი: დელონ არმითიჯი, ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, მარკ კუეტო, მეთ ბანაჰანი, შონთაი ჰეპი, მაიკ თონდოლი, მანუ ტუილაგი, ტობი ფლუდი, ჯონი ვილკინსონი, ჯო სიმპსონი, რიჩრად წაიგელსვორსი, ბენ იანგზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯიგარი ხარ თოფურ, ასე გააგრძელე...
ზურაბ სუხაშვილი
21:39 12-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული